მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთებაში.
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის მსუბუქი ავტომობილის ელექრო და ელექტრონული სისტემების შემკეთებლის მომზადება.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: საბაზო ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: მსუბუქი ავტომობილის ელექტრო და ელექტრონული სისტემების შემკეთებელს შეუძლია დასაქმდეს ავტომწარმოებლების ლიცენზირებულ სერვის ცენტრებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის სფეროში მოღვაწე სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციებში, ასევე მიღებული ცოდნა და უნარჩვევები შეუძლია გამოიყენოს თვითდასაქმებისთვის.
პროგრამის ხელმძღვანელი: ვალერი ჯაჯანიძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას №68
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია მსუბუქი ავტომობილის შიგა წვის ძრავას შეკეთებაში
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის მსუბუქი ავტომობილის შიგა წვის ძრავას შემკეთებლის მომზადება
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: საბაზო ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: მსუბუქი ავტომობილის შიგა წვის ძრავის შემკეთებელს შეუძლია დასაქმდეს აცტომწარმოებლების ლიცენზირებულ სერვისცენტრებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სერვისის სფეროში მოღვაწე სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციებში, ასევე მიღებული ცოდნა და უნარები შეუძლია გამოიყენოს თვითდასაქმებისთვის.
პროგრამის ხელმძღვანელი: ვალერი ჯაჯანიძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას №68
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ბეჭდვით მედიატექნოლოგიებში
პროგრამის მიზანი: პროფესიული პროგრამის მიზანია, მოამზადოს ბეჭდვითი მედიატექნოლოგიების სფეროსთვის კვალიფიციური, პრაკტიკული უნარ-ჩვევების მქონე, კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელიც შეძლებს პროფესიისთვის დამახასიათებელი ძირითადი ფუნქციების განხორციელებას. კერძოდ, ორგანიზაციებიდან (მაგ., გამომცემლობებიდან) მიღებული დედნების მიხედვით სხვადასხვა ბეჭდვითი პროდუქციის წარმოებას (ჟურნალ-გაზეთები, ბლანკები, ბროშურები, წიგნები, ბუკლეტები, ფლერები, სტიკერები, პოსტერები, ეტიკეტები, შესაფუთი მასალა და ა.შ.).
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: საბაზო ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს მკინძავად, მბეჭდავად სხვადასხვა სახის პროფილურ საწარმოებში: სტამბებში, სარეკლამო კომპანიებში, გამომცემლობებში, ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში, საპროექტო, სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში, რომლებიც სხვადასხვა ნაბეჭდ პროდუქციას გამოსცემენ. შესაძლებელია თვითდასაქმებაც.
პროგრამის ხელმძღვანელი: თეა ბარამაშვილი
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას №68
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია გრაფიკულ დიზაინში.
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური კადრის მომზადება.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: გრაფიკული დიზაინერი შეიძლება დასაქმდეს კერძო ან საჯარო სექტორში სარეკლამო, სატელევიზიო და თამაშების წარმოების სექტორში მომუშავე ორგანიზაციებში, კრეატიულ სააგენტოებში: გრაფიკული დიზაინერის, ლოგო დიზაინერის, ტიპოგრაფიის დიზაინერის, გამომცემლობის დიზაინერის, ვებგვერდის დიზაინერის, მოუშენ დიზაინერის, მულტიმედიის დიზაინერის პოზიციაზე.
პროგრამის ხელმძღვანელი: თეა ბარამაშვილი
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. №68
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება ელექტროობაში, მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები მაღალი ძაბვის ელექტროობაში, რომლებიც ფლობენ ან ოპერირებას უწევენ ქვესადგურებს და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, აწარმოებენ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემების ექსპლუატაციას წარმოების ადგილიდან გამანაწილებელ სისტემამდე და ახდენენ იმ გამანაწილებელი (ელექტრული ხაზების, ბოძების, მრიცხველების და კაბელებისაგან შემდგარი) სისტემების ექსპლუატაციას, რომლებიც აწვდიან მიღებულ ელექტროენერგიას წარმოების ადგილიდან ან გადაცემის სისტემიდან საბოლოო მომხმარებელს.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომელიც ფლობს ან ოპერირებას უწევს ქვესადგურებს და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, მას შეუძლია აწარმოოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემების ექსპლუატაცია წარმოების ადგილიდან გამანაწილებელ სისტემამდე, აწარმოოს იმ გამანაწილებელი (ელექტრული ხაზების,ბოძების, მრიცხველების და კაბელებისაგან შემდგარი) სისტემების ექსპლუატაცია, რომლებიც აწვდიან წარმოების ადგილიდან ან გადაცემის სისტემიდან მიღებულ ელექტროენერგიას საბოლოო მომხმარებელს. დასაქმების პოზიციები შესაძლებელია იყოს: მონტიორი; მონტიორის თანაშემწე და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემების სპეციალისტი.
პროგრამის ხელმძღვანელი: ნატალია კერესელიძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, ნოე რამიშვილის ქ. №12
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია მექანიკაში
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც მექანიკისა და ლითონის დამუშავების სფეროსთვის, წინამდებარე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს მეკანიკის ინჟინერიის ტექნიკოსების მომზადებას, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ ტექნიკური სისტემის - მანქანის, მექანიკური მოწყობილობის და მექანიზმების დაპროექტებაში, დამზადებაში, მომსახურებაში, სერვისსა და რემონტში.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: მექანიკაში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელი შესაძლებელია დასაქმდეს მანქანათსაშენ საწარმოებში, აგრეთვე ისეთი დარგების საწარმოებში როგორიცაა: კვების მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა, ტრანსპორტი, მეტალურგია, ქიმიური მრეწველობა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება გადამუშავება, სოფლის მეურნეობა და სხვა დარგებში, რომელთა საწარმოო პროცესებში გამოყენებულია მანქანა - დანადგარები. აგრეთვე, მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსს გააჩნია სამანქანათმშენებლო მიმართულებით თვითდასაქმების შესაძლებლობა.
პროგრამის ხელმძღვანელი: ნანა ბაქრაძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, ნოე რამიშვილის ქ. №12
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია მექატრონიკაში
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები მექატრონიკაში თანამედროვე საწარმოების მექატრონული სისტემებისა და მანქანა-დანადგარების დაგეგმვის, ინსტალაციის, პროგრამირების, ტესტირების, ექსპლუატაციაში გაშვების, მიმდინარე მომსახურების, შეცდომების აღმოჩენისა და მართვის უზრუნველყოფისთვის.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: მექატრონიკის უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლის დასაქმდეს მექატრონიკის ტექნიკოსად ყველა დარგში და ინდუსტრიაში, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე მექატრონული სისტემებით, მექატრონული მანქანების და აღჭურვილობის მართვის, დაგეგმვის, ინსტალაციის, პროგრამირების, ტესტირების, ექსპლუატაციაში გაშვების, მიმდინარე მომსახურებისა და შეცდომების აღმოჩენის სამუშაოების შემსრულებლად.
პროგრამის ხელმძღვანელი: ხათუნი ამყოლაძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, ნოე რამიშვილის ქ. №12
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საბაჟო საქმეში
პროგრამის მიზანი: პროფესიული პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამის დანერგვა რომელიც საბაჟო სფეროსთვის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან კადრს. კერძოდ, პროგრამის მიზანია საბაჟო საქმის სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს განახორციელოს საბაჟო საზღვრის კვეთასთან, საქონლის საბაჟო გაფორმებასთან, საბაჟო ზედამხედველობასთან, საბაჟო კონტროლის განხორციელებასთან, ასევე საბაჟო წარმომადგენლობასთან დაკავშირებული ამოცანები. პროგრამის მოზანია, მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებენ პროფესიული ეთიკის, შრომისა და უსაფთხოების ნორმების დაცვით. სპეციალისტები აღჭურვილი იქნებიან პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული უნარებით.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: საბაჟო საქმეში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს როგორც საჯარო (სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი), ისე კერძო სექტორში (საბროკერო, საკონსულტაციო, სავაჭრო, სამრეწველო, გადამზიდველი და ლოგისტიკური კომპანიები, დიპლომატიური დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საბაჟო საწყობები და ტერმინალები). საჯარო სექტორში ის შეიძლება დასაქმდეს სასაზღვრო გამშვები პუნქტის ან საბაჟო გაფორმების საბაჟო ოფიცრად, ხოლო კერძო სექტორში - საბაჟო ბროკერად, საბაჟო დეკლარანტად, საბაჟო გაფორმების სპეციალისტად. ეს ფუნქციები შესაძლოა შერწყმულ იყოს ლოგისტიკის სპეციალისტის, საბაჟო ტერმინალის მომსახურების განყოფილების სპეციალისტების ფუნქციებთან.
პროგრამის ხელმძღვანელი: ნინო თოფურია
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას №68
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ელექტრონული მოწყობილობების ექსპლუატაციაში
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, მოამზადოს კონკურენტუნარიანი სამრეწველო ავტომატიზაციის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს სამრეწველო ავტომატიზირებული სისტემების დაგეგმვასა და ინსტალაციას, მანქანა-დანადგარების დიზაინს, პროგრამირებასა და პარამეტრების შეყვანას, ტესტირებასა და გამართვას, ექსპლუატაციას, დიაგნოსტიკასა და შეკეთებას.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ავტომატიზებულ საწარმოებში, როგორიცაა საკვებისა და სასმელის წარმოება, კერძოდ: ხორცის, ხორცპროდუქტების და თევზის მწარმოებელ საწარმოები, წვენების, კონცენტრატების და კონსერვების წარმოების საწარმოები, სამადუღრო, ალკოჰოლური, უალკოჰოლო და მინერალური წყლების წარმოების საწარმოები, რძისა და რძის პროდუქტების წარმოების საწარმოები, პურისა და პურპროდუქტების, საკონდიტრო ნაწარმის და მაკარონის წარმოების საწარმოები, ზეთების, ეთერზეთების და სანებლების წარმოების საწარმოები, ციტრუსების გადამამუშავებელ საწარმოები, სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელ საწარმოები, კომბინირებული საკვების მწარმოებელ საწარმოები; მეტალურგიულ საწარმოებში; ქიმიურ და ფარმაცევტულ საწარმოებში.
პროგრამის ხელმძღვანელი: ლაშა იაშვილი
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, ნოე რამიშვილის ქ. №12
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია სარკინიგზო გადაზიდვებში
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებას.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: სარკინიგზო გადაზიდვების სპეციალისტს შეუძლია დასაქმდეს რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე (ოფისი ან/და ღია ცის ქვეშ). სამრეწველო ორგანიზაციებში რომლებსაც გააჩნიათ სარკინიგზო მისასვლელები (პორტები, ფაბრიკა ქარხნები და სხვა).
პროგრამის ხელმძღვანელი: მეგი პატურაშვილი
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას №68
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ტვირთების ექსპედირებაში
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, სატვირთო გადაზიდვების სფეროსთვის მოამზადოს კონკურენტუნარიანი კადრი, რომელსაც შეეძლება სატრანსპორტო დოკუმენტაციის შევსება; სატვირთო გადაზიდვების დაგეგმვა; ტრანსპორტის სახეების აღწერა და შესაბამისი ტრანსპორტის სახის შერჩევა; გუნდური მუშაობა; გადაზიდვების ზედამხედველობა, მონიტორინგი და შეფასება; შეკვეთის გაფორმება; ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვის ორგანიზება და დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს პროფესიული ეთიკის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ამასთან, კურსდამთავრებულები აღჭურვილნი იქნებიან პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული უნარებით.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება;
დასაქმების შესაძლებლობები: დასაქმების შესაძლებლობებია: ტვირთების გადამზიდავი ექსპედიტორული და სატრანსპორტო - ლოგისტიკური ფირმები, საბაჟო-სატრანსპორტო მომსახურების საწარმოები, სატრანსპორტო-ლოგისტიკური ასოციაციები, სატრანსპორტო და საექსპედიციო ფირმები, სხვადასხვა დონის სავაჭრო-ლოგისტიკური კომპლექსები, სავაჭრო-შემსყიდველი და საშუამავლო ფირმები, მზა პროდუქციის მსხვილი სადისტრიბუტორო ფირმები, გამანაწილებელი და ლოგისტიკური ცენტრები, საბაჟო ტერმინალური კომპლექსები, საშუამავლო ფირმები.
პროგრამის ხელმძღვანელი: ნათია ბუთხუზი
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი მ. კოსტავას ქ. №68
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია საწყობის ოპერირებაში
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, საწყობებისთვის მოამზადოს კონკურენტუნარიანი კადრი, რომელსაც შეეძლება გუნდური მუშაობა; სასაწყობო დოკუმენტაციის წაკითხვა და შევსება; საქონელის საწყობში მიღება; საქონელის დასაწყობება; საქონელის გაცემა საწყობიდან; საქონელის აღრიცხვა საწყობში და ნაშთების კონტროლი; ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვის ორგანიზება და დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს პროფესიული ეთიკის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. ამასთან, კურსდამთავრებულები აღჭურვილნი იქნებიან პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული უნარებით.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება.
დასაქმების შესაძლებლობები: დასაქმების შესაძლებლობებია: ტერმინალებში, საბაჟო, კომერციულ, საერთო სარგებლობის, საავტომობილო, საკონტეინერო, საპორტო, სარკინიგზო, საჰაერო, სუპერმარკეტისა და მაცივარ-საწყობებში, ასევე სავაჭრო კომპანიებში, რომლებიც ფლობენ საკუთარ საწყობებს, დისპეტჩერის, მარაგების და სათავსოს თანამშრომლის, საწყობის ოპერატორის ან ტვირთის ამწონის თანამდებობაზე.
პროგრამის ხელმძღვანელი: ნათია ბუთხუზი
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი კოსტავას ქ. №68
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ხის მხატვრულ დამუშავებაში
პროგრამის მიზანი: ხის მხატვრული დამუშავების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადებს ხის მხატვრული დამუშავების კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, რომელმაც იცის ხის მხატვრული დამუშავებისისთვის საჭირო დანადგარების, ხელსაწყოებისა და მასალის შერჩევა, ესკიზისა და ნახაზის შესრულება, კომპიუტერული გრაფიკული პროგრამების გამოყენებით ხის ავეჯის კონსტრუირება, ესკიზის მიხედვით ხის მხატვრული კვეთა, ხის ავეჯისა და დეკორატიული ნივთების დამზადება უსაფრთხოების წესების დაცვით და ხის დაზიანებული ავეჯის აღდგენა.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს: ავეჯის დამამზადებელ საწარმოში, ხის მხატვრულ/დეკორატიული ნაკეთობების დამამზადებელ სალონებში, ხის საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სხვადასხვა ინტერიერის აქსესუარების დამამზადებელ სახელოსნოში, ხის წნული ნივთების დამამზადებელ სახელოსნოში, ასევე შეუძლია იყოს თვითდასაქმებული/ინდივიდუალური მეწარმე.
პროგრამის ხელმძღვანელი: რამაზი ტყემალაძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას №68
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მომსახურებაში
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებას.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მექანიკოსი მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურე პირის სახელმწიფო სერტიფიკატის მიღების შემდეგ შეიძლება დასაქმდეს: როგორც სამაცივრო, ჰაერის კონდიციონერების და თბური ტუმბოების მოწყობილობების ზედამხედველი: ა) მრავალპროფილიან საწარმოში; ბ) მონოპროფილიან საწარმოში; გ) როგორც თვითდასაქმებული სამოქალაქო სფეროში; დ) შესაბამისი მოწყობილობების სარეალიზაციო ობიექტებში. ე) სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
პროგრამის ხელმძღვანელი: სულხან სულაძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას №68
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ტყავის ნაკეთობათა წარმოებაში
პროგრამის მიზანი: შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებას.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება;
დასაქმების შესაძლებლობები: ტყავის ნაკეთობათა მწარმოებელი შეიძლება დასაქმდეს როგორც მსხვილ, საშუალო ისე მცირე საწარმოში, მოდის ატელიებში, ასევე შეუძლია დააფუძნოს სახელოსნო და იმუშაოს კერძო შეკვეთებზე.
პროგრამის ხელმძღვანელი: ლელა გერგეშელიძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი მ. კოსტავას ქ. №68
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია მოდის ტექნოლოგიასა და დიზაინში
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, კონკურენტუნარიანი და მაღალკვალიფიციური კადრის მომზადება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: მოდის ტექნოლოგ-დიზაინერი შეიძლება დასაქმდეს: მოდის დიზაინის კომპანიებში, დიდი, საშუალო და მცირე სიმძლავრის სამკერვალო საწარმოებში ან/და იყოს თვითდასაქმებული (ინდივიდუალური კერვა; ინდივიდუალური მეწარმეობა; კერძო/მცირე ბიზნესი).
პროგრამის ხელმძღვანელი: ლია ლურსმანაშვილი
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, მ.კოსტავას ქ. №68
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: სრული საბაზო განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: ელექტროკოსი შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში ელექტროდანადგარების მომსახურედ: მემონტაჟე ელექტრიკოსად, შენობის ელექტრიკოსად, გამანაწილებელი ქსელის ელექტრიკოსად, ელექტრო-მექანიკოსად, ქუჩების განათების და ელექტრული სასიგნალო მოწყობილობების ელექტრიკოსად, ელექტროენერგიის გამომმუშავებელი სადგურების ელექტრიკოსად.
პროგრამის ხელმძღვანელი: ნატალია კერესელიძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, ნოე რამიშვილის ქ. №12
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ღონისძიების ორგანიზებაში
პროგრამის მიზანი: პროფესიული პროგრამის მიზანია, ადგილობრივი შრომის ბაზრისთვის უზრუნველყოს ღონისძიების ორგანიზების სპეციალისტის მომზადება, რომელიც საკუთარი კომპენტეციის ფარგლებში გეგმავს, კორდინირებას და ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის ღონისძიების მომზადებასა და გამართვას. კერძოდ, სპეციალისტი შეძლებს ღონისძიების კონცეფციას მომზადებას, მის კოორდინირებასა და დაგეგმვას, საქმიანი წინადადების მომზადებას, ფინანსურ მართვასა და შეკვეთის გაფორმებას, გუნდურ მუშაობასა და ღონისძიებაში ჩართულ მხარეებთან ურთიერთობას, ღონისძიების ტექნიკური აღჭურვას, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მონიტორინს.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: ღონისძიების ორგანიზებაში საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს: ქორწილების ორგანიზატორად. ასევე, კონფერენციების და ღონისძიებების ორგანიზატორად სახელმწიფო და საჯარო სტრუქტურებში, სადღესასწაულო ცენტრებში, ტურისტულ და სხვა კერძო კომპანიებში, კულტურულ და სპორტულ ასოციაციებსა და ფედერაციებში. ასევე, შეიძლება იყოს თვითდასაქმებული.
პროგრამის ხელმძღვანელი: მზია მილაშვილი
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. №68
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია საშენი მასალების ხარისხის კონტროლში
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებას.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: საშენი მასალების ხარისხის კონტროლის სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს სამოქალაქო, სამრეწველო და ჰიდროტექნიკურ მშენებლობაზე. ის შეიძლება იყოს თვითდასაქმებული ან დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო, სახელმწიფო ან კერძო საწარმო-დაწესებულებაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იქნება შენობა-ნაგებობისა და საავტომობილო გზების მშენებლობასთან, მათ რეკონსტრუქცია-გაძლიერებასთან და რეაბილიტაციასთან.
პროგრამის ხელმძღვანელი: დალი გოცაძე
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, მ.კოსტავას ქ. №68
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია კომპიუტერულ ქსელსა და სისტემებში
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებას.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: კომპიუტერული ქსელისა და სისტემების სპეციალისტი შეიძლება დასაქმდეს ქსელური და სერვერული ინფრასტრუქტურის მქონე ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისებით მოსარგებლე ნებისმიერ მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციაში, ასევე სატელეკომუნიკაციო პროფილის მქონე ორგანიზაციებში, ფილიალების/ობიექტების მქონე ქსელურ ორგანიზაციებში, მონაცემთა მართვის სააგენტოებში და სხვა ნებისმიერ, დიდი ზომის ორგანიზაციაში ქსელისა და სისტემების უმცროს (Junior) ადმინისტრატორად.
პროგრამის ხელმძღვანელი: ვანო ოთხოზორია
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, მ.კოსტავას ქ. №77
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში
პროგრამის მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებას.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა.
ქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის:
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
დასაქმების შესაძლებლობები: საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების სპეციალისტი შესაძლოა დასაქმდეს ადგილობრივ საავტომობილო გადაზიდვების განმახორციელებელ კომპანიებში, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების განმახორციელებელ კომპანიებში, ლოგისტიკურ კომპანიებში, საექსპედიტორო კომპანიებში.
პროგრამის ხელმძღვანელი: ელიზბარ დარჩიაშვილი
პროგრამის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. №68