მესამე მისია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩართულია პროექტში - „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE), რომელიც Erasmus+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების (CBHE) 2020 გამარჯვებულია.

პროექტის მიზანია უნივერსიტეტების მესამე მისიის ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შემუშავდება მეთოდოლოგია და გზამკვლევები მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებულებები შემუშავებენ მესამე მისიის სტრატეგიებს.

 

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი, რომლის შემადგენლობაში შედიან:

  1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  2. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  3. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი (პროექტის კოორდინატორი)
  4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  5. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  6. თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  7. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  8. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი
  9. გორის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  10. კავკასიის უნივერსიტეტი
  11. მენეჯმენტის განვითარების ევროპული ფონდი (European Foundation for Management Development (EFMD)
  12. ხელოვნებისა და ხელობის ეროვნული კონსერვატორია (Conservatoire national des arts et métiers - le Cnam)
  13. ტურკუს უნივერსიტეტი (University of Turku, UTU)
  14. ლისაბონის ნოვა უნივერსიტეტი (Universidade Nova de Liboa (UNL)

2021 წლის დასაწყისიდან, საქართელოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტში ასახა და მის გრძელვადიან სტრატეგიულ სამოქმედო გეგმაში გაითვალისწინა უნივერსიტეტის მესამე მისიის განხორციელების მრავალი აქტივობა.