საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხორციელდება 25 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც ჩართულია 400-ზე მეტი სტუდენტი. უნივერსიტეტს აქვს ორი ფილიალი, ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი და დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგროინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებობს რამდენიმე ლაბორატორია შესაბამისი აღჭურვილობით. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს (MCA GEORGIA) დაფინანსებით და BP საქართველოსთან პარტნიორობით ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა ოთხი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც დღესაც ხორციელდება და ხელს უწყობს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.
გარდა ამისა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხორციელდება მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამები. ამფეთქებელი, ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მონტაჟი, მზის თერმული სისტემების მონტაჟი, ენერგიის განახლებადი წყაროების მონტაჟი, ზედაპირული გეოთერმული თბური ტუმბოების სისტემების მონტაჟი ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მონტაჟი. მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მონტაჟი მცირე მასშტაბიანი ბიომასის ბოილერების და ღუმელების მონტაჟი.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს (MCA Georgia) და BP საქართველოს პარტნიორობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა პროფესიული პროგრამები, რომლებიც შრომის ბაზრის მოთხოვნებს ეფუძნება. ადგილობრივ და გერმანელ ექსპერტებთან, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან (NCEQE) კონსულტაციების სერიის შემდეგ, განისაზღვრა და მომზადდა შემდეგი 4 პროფესიული პროგრამა.
კონსულტაციების შემდეგ შეირჩა და მომზადდა ოთხი პროფესიული პროგრამა:
დაწვრილებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდზე, შესაბამის განყოფილებაში: საგანმანათლებლო პროგრამები
პროფესიული პროგრამები ხორციელდება შემდეგ მისამართებზე:
თბილისი: მ. კოსტავას N68
თბილისი: კახეთის გზატკეცილი N36