საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

Erasmus+

საერთაშორისო მობილობა კრედიტების დაგროვებით


2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს ერაზმუს+ (Erasmus+) პირველი აქტივობის (ინდივიდუალური სასწავლო მობილობა) ფარგლებში - საერთაშორისო მობილობას კრედიტების დაგროვებით - International Credit Mobility (ICM).

Erasmus+ Credit Mobility პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსი ცხადდება ორ ეტაპად:

გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილი საერთაშორისო მობილობებისთვის კონკურსი ჩატარდება ნოემბერში, ხოლო შემოდგომის სემესტრში დაგეგმილი საერთაშორისო მობილობებისთვის - აპრილში.


გაზაფხულის სემესტრში დაგეგმილი საერთაშორისო მობილობისთვის საკონკურსო საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი - სტუდენტებისთვის და 5 ნოემბერი - თანამშრომლებისთვის, ხოლო შემოდგომის სემესტრში დაგეგმილი საერთაშორისო მობილობისთვის: 31 მარტი - სტუდენტებისთვის და 5 აპრილი - თანამშრომლებისთვის.


შენიშვნა: საბუთების წარდგენის ბოლო ვადები შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული კოორდინატორი უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად. დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების, შემოთავაზებული მობილობის ტიპებისა და ვადების შესახებ პერიოდულად გამოქვეყნდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდზე.


განიხილება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი და სათანადოდ გაფორმებული სააპლიკაციო განაცხადები, წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკანტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.

განაცხადების მიღების ვადის დასრულებამდე კონკურსანტების საბუთები არ შემოწმდება და არ მოხდება აპლიკანტის ინფორმირება, ხოლო ვადის დასრულების შემდეგ შემოსული სააპლიკაციო განაცხადები საკონკურსოდ აღარ განიხლება.

აპლიკანტს ერთ აკადემიურ სემესტრში გამოცხადებულ კონკურსში შეუძლია გააკეთოს სააპლიკაციო განაცხადი მაქსიმუმ 2 კოორდინატორ უნივერსიტეტზე. მისი ნომინაცია გაიგზავნება მხოლოდ იმ კოორდინატორ უნივერსიტეტში, რომელსაც პრიორიტეტს მიანიჭებს აპლიკანტი ამ ორი უნივერსიტეტიდან კომისიასთან გასაუბრების დროს ან წერილობითი შეტყობინებით. არჩეულ უნივერსიტეტში ნომინირების შემდეგ მისი კანდიდატურა/სააპლიკაციო განაცხადი აღარ განიხილება სხვა უნივერსიტეტში ნომინირებისთვის იმავე აკადემიურ სემესტრში გამოცხადებულ კონკურსზე.

ICM პროგრამა ფარავს მგზავრობის ხარჯებს მშობლიურ და მასპინძელ ქალაქებს შორის არსებული მანძილის შესაბამისად და გასცემს სტიპენდიებს.


მანძილის გამოსათვლელად იხილეთ: Travel Distance Calculator

Travel distances                           Top-up amounts

Between 10 and 99 KM:               20 EUR per participant
Between 100 and 499 KM:           180 EUR per participant
Between 500 and 1999 KM:         275 EUR per participant
Between 2000 and 2999 KM:       360 EUR per participant
Between 3000 and 3999 KM:       530 EUR per participant
Between 4000 and 7999 KM:       820 EUR per participant
8000 KM or more:                         1300 EUR per participant 

  • ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტთა საერთაშორისო მობილობა 1 ან 2 სემესტრით. უცხოეთში გატარებული სასწავლო პერიოდი უნდა შეესაბამებოდეს სტუდენტის სასწავლო პროგრამას გამგზავნ უნივერსიტეტში.

ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნის შესაბამისად, საშუალოდ: 

დანია, ირლანდია, საფრანგეთი, იტალია, ავსტრია, ფინეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია

900 ევრო

ავსტრია, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი, კვიპროსი, ნიდერლანდები, მალტა, პორტუგალია

850 ევრო

ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, უნგრეტი, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, მაკედონია, თურქეთი

800 ევრო

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ

  • აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხებიან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის საფეხურზე 

სწავლის მიზნით მობილობის განხორციელება დასაშვებია:

  • ბაკალავრიატის სწავლების საფეხურზე, მე-4 - მე-7 სემეტრების ჩათვლით;

  • მაგისტრატურის სწავლების საფეხურზე, მე-2 - მე-3 სემესტრების ჩათვლით;

  • დოქტორანტურის სწავლების საფეხურზე, მე-2 - მე-5 სემესტრების ჩათვლით.

სტაჟირების მიზნით მობილობის განხირციელება დასაშვებია:

  • ბაკალავრიატის სწავლების საფეხურზე, მე-4 - მე-8 სემეტრების ჩათვლით;

  • მაგისტრატურის სწავლების საფეხურზე, მე-2 - მე-4 სემესტრების ჩათვლით;

  • დოქტორანტურის სწავლების საფეხურზე, მე-2 - მე-6 სემესტრების ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:

  • ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს, რომელსაც უკვე მიღებული აქვს Erasmus+ გრანტი იმავე საფეხურზე და მისი მობილობის პერიოდი დაგეგმილი მობილობის ჩათვლით აღემატება 12 თვეს;

  • აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტს;

  • სტუდენტს, რომელმაც უკვე მონაწილეობა მიიღო მობილობაში და არ შეასრულა შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და დადგენილი წესით არ/ვერ წარმოადგინა მიმღებ უნივერსიტეტში მიღებული კრედიტების უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე აღიარების დოკუმენტი;

  • სტუდენტს, რომელმაც უკვე მონაწილეობა მიიღო მობილობაში და არ შეასრულა შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და დადგენილი წესით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში არ წარადგინა მობილობის ანგარიში განხორციელებულ მობილობაზე.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ:

  • აპლიკანტს, რომელიც არის სოციალურად დაუცველი, სპეციალური საჭიროებების მქონე, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი (ე.წ. „1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“ მონაწილე) და/ან იძულებით გადაადგილებული პირი, სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში;

  • აპლიკანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

დოკუმენტები კონკურსში მონაწილეობისათვის (ინგლისურ ენაზე):

სტუდენტი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა)

  • შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შევსებული და აპლიკანტისა და დეკანის ხელმოწერით დადასტურებული ინდივიდუალური სასწავლო ხელშეკრულება;
  • პირადობის მოწმობის /პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ, სწავლების წლის/საფეხურისა და სწავლების ენის მითითებით;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • EUROPASS CV;
  • სამოტივაციო წერილი. მოტივაცია უნდა იყოს დასაბუთებული და სტრუქტურულად გამართული, მიზნების, მოსალოდნელი შედეგებისა და სარგებლის თვალსაჩინო წარმოდგენით, თუ როგორ გამოიყენებს დარგში შეძენილ ცოდნას;
  • საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის (მინიმუმ B2 დონე) დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა, რომ აპლიკანტს მიღებული აქვს განათლება ან სწავლობს შესაბამის უცხოურენოვან პროგრამაზე. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, აპლიკანტი გაივლის შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებას შესაბამის უცხოურ ენაში, უნივერსიტეტის  საგამოცდო ცენტრში;
  • ნიშნების ფურცელი, GPA მითითებით;
  • სარეკომენდაციო წერილი, რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციისა და მოცემული კონკურსისათვის რეკომენდაციის გაცემის თარიღის მითითებით;
  • არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი უწყებიდან გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ აპლიკანტი არის: სოციალურად დაუცველი, სპეციალური საჭიროებების მქონე, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი (ე.წ. „1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“ მონაწილე) ან იძულებით გადაადგილებული პირი, საჭიროების შემთხვევაში, ინგლისურ ენაზე გადათარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული;
  • წინა საფეხურზე მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი და დიპლომის დანართი (არსებობის შემთხვევაში) ან აკადემიური ცნობა;
  • კვლევის გეგმა დოქტორანტებისთვის, აგრეთვე, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სწავლების დამამთავრებელი წლის/ სტაჟირების მიზნით მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის, შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მიერ დამოწმებული;
  • დამატებითი ინფორმაცია აპლიკანტის შესახებ (კონფერენციებში, სპორტულ,  თვითშემოქმედებით და სხვა სტუდენტურ ღონისძიებებში მონაწილეობა);
  • მხარდაჭერის წერილი მიმღები უნივერსიტეტის პროფესორისაგან /შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულისგან დოქტორანტებისთვის, აგრეთვე, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სწავლების დამამთავრებელი წლის/სტაჟირების მიზნით მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის (ოფიციალური დოკუმენტი სავალდებულო არ არის. საკმარისია ელ-ფოსტით მიღებული თანხმობა).

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა

  • სწავლების მიზნით
    აკადემიურ პერსონალს საშუალება ეძლევა, წაიკითხოს ლექციები პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
  • ტრეინინგის მიზნით
    აღნიშნული აქტივობის მიზანია უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა პარტნიორ უნივერსიტეტში, ტრეინინგის (კონფერენციების გარდა) ან სამუშაოზე დაკვირვების (job shadowing) შესაძლებლობების შექმნით.

აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალზე ყოველდღიური გრანტის ოდენობა განსაზღვრულია მიმღები ქვეყნის შესაბამისად, საშუალოდ:

ნორვეგია, დანია, ლუქსემბურგი, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, შვედეთი, ირლანდია, ფინეთი, ლიხტენშტეინი

180 ევრო

ავსტრია, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი, კვიპროსი, ნიდერლანდები, მალტა, პორტუგალია

160 ევრო

უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, მაკედონია, თურქეთი

140 ევრო

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ

  • აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელიც საკონკურსო განაცხადის შემოტანის დროს არის უნივერსიტეტის პერსონალი და შრომითი ხელშეკრულების ვადა არ ეწურება გაცვლითი პროგრამის განხორციელების პერიოდში.

კონკურსში მონაწილეობა არ შეუძლია:

  • აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელმაც უკვე მონაწილეობა მიიღო მობილობაში და არ შეასრულა შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან/და დადგენილი წესით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში არ წარადგინა მობილობის ანგარიში განხორციელებულ მობილობაზე.

დოკუმენტები კონკურსში მონაწილეობისათვის (ინგლისურ ენაზე):

ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი

  • სათანადოდ შევსებული მობილობის ხელშეკრულების პროექტი, ხელმოწერილი აპლიკანტისა და ვიზირებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (სამსახურებრივი დაქვემდებარების მიხედვით) ხელმძღვანელის მიერ: აკადემიური საქმიანობის გეგმა (მხოლოდ აკადემიური პერსონალისთვის) და ადმინისტრაციული საქმიანობის გეგმა (მხოლოდ ადმინისტრაციული პერსონალისთვის);
  • პირადობის მოწმობის /პასპორტის ასლი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • EUROPASS CV;
  • სამოტივაციო წერილი. მოტივაცია უნდა იყოს დასაბუთებული და სტრუქტურულად გამართული, მიზნების, მოსალოდნელი შედეგებისა და სარგებლის თვალსაჩინო წარმოდგენით. სამოტივაციო წერილში მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული მიმღებ უნივერსიტეტში შესასრულებელი სამუშაოები (გაწერილი სამუშაო გეგმა) და მნიშვნელობა;
  • მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების ენის ან ჩასატარებელი ღონისძიების/ღონისძიებების სამუშაო ენის ცოდნის (მინიმუმ B2 დონე) დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა, რომ კონკურსანტს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება შესაბამის უცხოურენოვან პროგრამაზე ან წაკითხული აქვს ლექციები შესაბამის უცხოურ ენაზე. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, აპლიკანტი გაივლის შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებას შესაბამის უცხოურ ენაში, უნივერსიტეტის  საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში;
  • სარეკომენდაციო წერილი, რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციისა და მოცემული კონკურსისათვის რეკომენდაციის გაცემის თარიღის მითითებით;
  • უმაღლესი განათლების დიპლომი და დიპლომის დანართი (არსებობის შემთხვევაში) ან აკადემიური ცნობა;
  • დამატებითი ინფორმაცია კონკურსანტის შესახებ (კონფერენციებში მონაწილეობა; პუბლიკაციები; გამოგონებები; საგრანტო პროექტებში მონაწილეობა; ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები; უნივერსიტეტში საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო-სამეცნიერო და შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებული, არათანამდებობრივი ვალდებულებებით განსაზღვრული საქმიანობა და სხვ.);
  • ცნობა დასაქმების შესახებ, სადაც გაწერილი იქნება ინფორმაცია  უნივერსიტეტში აპლიკანტის მიერ დაკავებული აკადემიური/ადმინისტრაციული თანამდებობის შესახებ (უნივერსიტეტის შტატიანი ან ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომელი) და ვადები;
  • სპეციალური საჭიროებების მქონე პირის მიერ - შესაბამისი უწყებიდან გაცემული ცნობა, საჭიროების შემთხვევაში, ინგლისურ ენაზე გადათარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ:

  • აპლიკანტს, რომელიც არის სპეციალური საჭიროებების მქონე, ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი (ე.წ. „1+4 საგანმანათლებლო პროგრამის“ მონაწილე) და/ან იძულებით გადაადგილებული პირი, სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში;

  • აპლიკანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

აკადემიური მიმართულებებისა და კოდების განმარტებისთვის იხილეთ ბმული.

დასრულებული კონკურსები - 2024-2025 სასწავლო წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრები
დასრულებული კონკურსები - 2023-2024 სასწავლო წლის საგაზაფხულო და 2024-2025 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრები
დასრულებული კონკურსები - 2023/2024 სასწავლო წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრები
დასრულებული კონკურსები - 2022/2023 სასწავლო წლის საგაზაფხულო და 2023/2024 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრები
დასრულებული კონკურსები - 2022/2023 სასწავლო წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრები
დასრულებული კონკურსები - 2021/2022 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი
დასრულებული კონკურსები - 2021/2022 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი
დასრულებული კონკურსები - 2020/2021 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი
დასრულებული კონკურსები - 2020-2021 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი
დასრულებული კონკურსები - 2019-2020 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი
დასრულებული კონკურსები - 2019-2020 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი
დასრულებული კონკურსები - 2018-2019 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი
დასრულებული კონკურსები - 2018-2019 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი
დასრულებული კონკურსები - 2017-2018 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი
დასრულებული კონკურსები - 2017-2018 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი
დასრულებული კონკურსები

დადგენილება N 01-05-04/02 გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში - საერთაშორისო მობილობაში მონაწილეობის წესის დამტკიცების თაობაზე (დანართი 1; დანართი 2)

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ სტუ- საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ერაზმუს+ ჯგუფს.

სტუ- ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას . 77), II სართული, ოთახი N219

ელ.ფოსტაerasmusplus@gtu.ge 

სასარგებლო ბმულები: