პროფესიული

აპლიკანტთა რეგისტრაცია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხორციელდება სხვადასხვა მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები,  ქვეყნის საჭიროებიდან და შრომის ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე. უნივერსიტეტს გააჩნია უწყვეტი განათლების შეთავაზების  სათანადო რესურსი და მაღალი პოტენციალი. სპეციფიკიდან გამომდინარე უნივერსიტეტის არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები მეტწილად მიმართულია ტექნიკურ მიმართულებაზე, თუმცა  ასევე წარმატებით ხორციელდება სხვა პროგრამებიც.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ცენტრი  ახორციელებს 27 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელშიც ჩართულია 400-ზე მეტი პროფესიული სტუდენტი. უნივერსიტეტს აქვს ორი ფილიალი ტყიბულში და დიდ ჯიხაიშში.

- პროფესიული განათლების მიღების უფლება აქვს ყველა პირს, ზოგადი განათლების საბაზო  (9 კლასი) საფეხურის დაძლევისა და კონკრეტული პროგრამისთვის დაწესებული მიღების წინაპირობის დაკმაყოფილების საფუძველზე.

- სახელმწიფო ვაუჩერული დაფინანსების მიღება, შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, თავშესაფრის მაძიებელს, ლტოლვილს ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს, ასევე უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პროფესიულ სტუდენტს, რომელმაც გაიარა პროფესიული ტესტირებით დადგენილი პროცედურები.

-პროფესიული განათლების მიღების მსურველს რეგისტრაციის გავლა შეუძლია შესაბამის ვებგვერდზე www.vet.emis.ge.

 -  პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით, პირი ავტორიზაციას გადის სარეგისტრაციო სისტემაში და რეგისტრირდება აპლიკანტად.

-ჩარიცხული სტუდენტი ვალდებულია გააფორმოს აკადემიური (სასწავლო ხელშეკრულება) და ადმინისტრაციული (საფინანსო ხელშეკრულება) და სტუ-ს შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს საჭირო დოკუმენტაცია. პროფესიული სტუდენტის არასრულწლოვანებისას საფინანსო ხელშეკრულებას ხელს აწერს ასევე მისი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი.

სტუ ასევე ახორციელებს ინკლუზიური განათლების დანერგვას, რაც გულისხმობს სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიულ სტუდენტთა ჩართვას სასწავლო პროცესში და მათთვის შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნის უზრუნველყოფას.