სამართლებრივი აქტები

Cookie პოლიტიკა

„მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა


„საქართველოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი“ „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკას იყენებს პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკასთან ერთად, რომელიც განსაზღვრულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

უნივერსიტეტი მონაცემებს ამუშავებს მხოლოდ საკუთარი ფუნქციების შესრულების მიზნით, ადმინისტრაციული, სასწავლო, კვლევითი და სამეცნიერო პროცესისა და საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისთვის, კონკრეტული და მკაფიო აკადემიური მიზნების უზრუნველყოფისთვის.

რა არის „მზა-ჩანაწერები“ (Cookies)?

„მზა ჩანაწერები“ მცირე ზომის ფაილებია, რომლებიც ვებგვერდზე ვიზიტისას ინახება მომხმარებლის კომპიუტერში, პლანშეტსა ან მობილურ მოწყობილობაში.

„მზა ჩანაწერების“ (cookies) საშუალებით ხორციელდება მომხმარებელთა ქცევის მონიტორინგი, რათა გამარტივდეს ვებგვერდით სარგებლობა და გაუმჯობესდეს ვებგვერდის ფუნქციონირების ხარისხი.

ვებგვერდზე მომხმარებლის ვიზიტისას შესაძლოა წარმოიქმნას სხვადასხვა ტიპის „მზა-ჩანაწერები“, კერძოდ:

სავალდებულო „მზა-ჩანაწერები“:

მომხმარებელს აძლევს წვდომას ისეთ საბაზისო ფუნქციებზე, როგორიცაა გვერდზე ნავიგაცია, ვებგვერდის დაცულ სივრცეში ავტორიზაციის გავლა, სტუდენტის პირადი კაბინეტის გამოყენება, განაცხადის შექმნა და სხვა. ეს cookie ფაილები არ ინახავს არანაირ პერსონალურ მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, თუმცა აუცილებელია საიტის ფუნქციონირებისთვის. ჩვეულებრივ, ისინი ყენდება მხოლოდ თქვენი ქმედების პასუხად. შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენს ბრაუზერში ასეთი cookie ფაილების ბლოკირების რეჟიმი, თუმცა ასეთ შემთხვევაში ვებგვერდი ზოგიერთი განყოფილება არ იმუშავებს.

სხვა ტიპის „მზა-ჩანაწერები“:

მომხმარებელს უმარტივებს ვებგვერდზე მუშაობას. მათ შორის, იმახსოვრებს მომხმარებლის სახელს, არჩეულ ენას, შრიფტის ზომას, ფერს და სხვა. შესაბამისად, მომხმარებელს უმარტივდება ვებგვერდის გამოყენება -  ყოველი სტუმრობისას არ გჭირდებათ ამ მონაცემების ხელახლა მითითება.


რა ტიპის „მზა-ჩანაწერებს“ (Cookies) ვიყენებთ ჩვენ?
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს:

ა) „პირველი მხარის მზა-ჩანაწერებს“, რომლებიც აუცილებელია თქვენ მიერ მოთხოვნილი მომსახურების მოსაწოდებლად. „პირველი მხარის მზა-ჩანაწერებს“ იყენებს მხოლოდ gtu.ge-ის ვებსერვერი, არ გადასცემს მესამე მხარეს და აუცილებელია ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის;

ბ) „მესამე მხარის მზა-ჩანაწერებს“, რომლებიც ამარტივებს ვებგვერდზე მუშაობას ან გამოიყენება მხოლოდ ვებგვერდის მომხმარებელთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების მისაღებად. „მესამე მხარის მზა ჩანაწერები“ აქტიურდება მხოლოდ თქვენი თანხმობის შემთხვევაში.


რა მონაცემებს ვაგროვებთ და რა მიზნით?
ვებგვერდზე გროვდება შემდეგი „მზა -ჩანაწერები“ (Cookies):

ყალბი მოთხოვნის აღკვეთის მარკერი (xsrf-token) ­­­ – აუცილებელია ვებგვერდიდან მავნე აპლიკაციის საშუალებით გაყალბებული მოთხოვნებით მონაცემების გამოთხოვის აღსაკვეთად და ვებგვერდის მუშაობისათვის. ყალბი მოთხოვნის აღკვეთის მარკერი  ვებბრაუზერის დახურვისას ავტომატურად იშლება.

მომხმარებლის მოთხოვნის ვერიფიკაციის მარკერი  –  გამოიყენება იმისთვის, რომ ვებგვერდზე დაიბლოკოს ინფორმაციის არაავტორიზებული განთავსება (Cross-Site Request Forgery). აუცილებელია ვებგვერდით სარგებლობისთვის. არ გამოიყენება მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად. მომხმარებლის მოთხოვნის ვერიფიკაციის მარკერი ვებბრაუზერის დახურვისას ავტომატურად იშლება.

Google Analytic-ის მომხმარებლის შიდა იდენტიფიკატორი – საჭიროა მომხმარებლების სტატისტიკური იდენტიფიცირებისთვის და მომხმარებლის კომპიუტერში ინახება 2 წლის განმავლობაში. მისი წაშლა შესაძლებელია კომპიუტერში ჩაწერილი ვებბრაუზერის პარამეტრებიდან „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) წაშლით.

Google Analytic-ის მოთხოვნის დრო – გამოიყენება მოთხოვნის სიჩქარის იდენტიფიცირებისთვის და მომხმარებლის კომპიუტერში ინახება 1 წუთის განმავლობაში. მისი წაშლა შესაძლებელია კომპიუტერში ჩაწერილი ვებბრაუზერის პარამეტრებიდან „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) წაშლით.

Google Analytic-ის მომხმარებლის დროებითი იდენტიფიკატორი – მისი საშუალებით ხდება მომხმარებლის დიფერენცირება და მომხმარებლის კომპიუტერში ინახება 24 საათის განმავლობაში. მისი წაშლა შესაძლებელია კომპიუტერში ჩაწერილი ვებბრაუზერის პარამეტრებიდან „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) წაშლით.

Google-ის სხვა „მზა-ჩანაწერები“ (PREF VISITOR_INFO1_LIVE, VISITOR_PRIVACY_METADATA, YSC) – გამოიყენება გვერდის სტუმრობისას მომხმარებელთა ქცევის, მონაცემთა ნაკადის,  საძიებო მოთხოვნების და სხვა ინფორმაციის გასაანალიზებლად. მისი წაშლა შესაძლებელია კომპიუტერში ჩაწერილი ვებბრაუზერის პარამეტრებიდან „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) წაშლით.

ადაპტირებული ფუნქციონალის „მზა-ჩანაწერები“ (შრიფტის ზომა და კონტრასტი)  – გამოიყენება ვებგვერდის ადაპტირებული ფუნქციონალის გააქტიურებისთვის. მომხმარებლის კომპიუტერში ინახება სესიის დასრულებამდე და აუცილებელია ვებგვერდის მუშაობისათვის.

Laravel-ის პროგრამული ჩარჩოს სესიის იდენტიფიკატორი (pdpsge_session) –  მისი მეშვეობით ხორციელდება მომხმარებლის მიერ არჩეული ენის, შრიფტის ფერისა და სხვა პერსონალურად არჩეული პარამეტრების იდენტიფიცირება. ინახება მომხმარებლის კომპიუტერში და იშლება სესიის დასრულების ან ვებბრაუზერის დახურვისთანავე.

ვიზიტორის „მზა-ჩანაწერი“ (laravel_cookie_consent) –  გამოიყენება იმისთვის, რომ ვებგვერდზე მომდევნო ვიზიტის დროს გაამარტივოს მუშაობა. ინახება მომხმარებლის კომპიუტერში, იქმნება მომხმარებლის მიერ პირველივე ფუნქციონალის არჩევის დროს და წაშლა შესაძლებელია უშუალოდ კომპიუტერში ჩაწერილი ვებბრაუზერის პარამეტრებიდან „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) წაშლით.

***

თუ გაქვთ კითხვები „მზა-ჩანაწერების“ გამოყენების წესების ან, ზოგადად, კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ, გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე web@gtu.ge