ორგანიზაციული სტრუქტურა

სტრუქტურული ერთეულები

რექტორის აპარატი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებით, წინამდებარე დებულებით, სამუშაოთა აღწერილობებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დეპარტამენტის მიზანია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რექტორისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური, საინფორმაციო მომსახურების გაწევა და აუცილებელი სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.


აპარატის უფროსი

დავით კუჭაიძე

აპარატის უფროსის მოადგილე

ელენე ჩადუნელი

აკადემიური საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტი განსაზღვრავს აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების განხორციელების წესს, პროცედურას და სავალდებულოა ყველა წევრისთვის. აკადემიური საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, რომელიც არ არის მოწესრიგებული რეგლამენტით, აკადემიური საბჭო წყვეტს დადგენილებით.

სამდივნოს უფროსი

ეთერ სურამელაშვილი

წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მუშაობის წესი და პროცედურები განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით, თანდართული რეგლამენტით და სხვა სამართლებრივი აქტებით. რეგლამენტი მიიღება და, საჭიროების შემთხვევაში, მასში ცვლილებები შედის სენატის მიერ. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მუშაობა დაფუძნებულია საჯაროობის, სამართლიანობის, გამჭვირვალობის და პიროვნების თავისუფლების პრინციპებზე.

სამდივნოს უფროსი

დავით ხუფენია

სპიკერის თანაშემწე

მანანა სანთელაძე

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) აპარატი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების, თანდართული დებულების, აპარატის პერსონალის სამუშაოთა აღწერილობებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აპარატის ძირითადი ფუნქციაა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის (კანცლერისთვის) ორგანიზაციულ-ტექნიკური, საინფორმაციო მომსახურების გაწევა და აუცილებელი სამუშაო პირობების უზრუნველყოფა;

აპარატის უფროსი

თამილა ყურაშვილი

კანცლერის თანაშემწე

პამელა თოდუა

საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებით, წინამდებარე დებულებით, ცენტრის პერსონალის სამუშაოთა აღწერილობებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ცენტრის მიზანია უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინაციით უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.


დირექტორი

ირინე გოცირიძე

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მიზანია უნივერსიტეტის მასშტაბით საერთაშორისო აქტივობების ეფექტიანი კოორდინაცია, სტუდენტების მობილობის პროცესის ხელშეწყობა, საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება, უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლება


დეპარტამენტის უფროსი

თეა მურვანიძე

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

დავით ბაგრატიონი

ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის მიზანია - უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებს გაუწიოს დახმარება კვლევითი განვითარებისა და ინსტიტუციური რეფორმების დაფინანსებისწყაროების მოძიებაში; უნივერსიტეტის მასშტაბით და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს სამეცნიერო კვლევების განვითარებას; უზრუნველყოს დაფინანსებული პროექტების მართვის პროცესის მხარდაჭერა.

ოფისის უფროსი

გიორგი მიქიაშვილი

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ნინო ახობაძე

სტრატეგიული განვითარებისა დეპარტამენტის მიზანია უნივერსიტეტის ბრენდის გაძლიერება და რეპუტაციის განმტკიცება ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციით და მდგრადი გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შესაბამისი განვითარების ხელშეწყობა.


დეპარტამენტის უფროსი

არჩილ დადიანი

საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“ თავის საქმიანობას წარმართავს უნივერსიტეტის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოსთან თანამშრომლობით, რაც მოიცავს უნივერსიტეტის მასშტაბით საგამომცემლო საქმიანობის ხელმძღვანელობას, კოორდინაციასა და კონტროლს. ამასთანავე, გამომცემლობის მიზანია სასწავლო, სამეცნიერო, მეთოდური, საცნობარო ლიტერატურის გამოცემით ხელი შეუწყოს სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნასა და სამეცნიერო-ლიტერატურული ბაზის გაუმჯობესებას; გაამდიდროს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდი, მიაწოდოს გამოცემული ლიტერატურა საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ბიბლიოთეკებს და ამით გაზარდოს უნივერსიტეტის საგამომცემლო საქმიანობის ცნობადობა.


დირექტორი

მარინა მეძმარიაშვილი

სტამბის მიზანია პოლიგრაფიული საქმიანობით ხელი შეუწყოს სასწავლო, სამეცნიერო, მეთოდური, საცნობარო ლიტერატურის გამოცემას, სრულფასოვანი სასწავლო გარემოს შექმნასა და სამეცნიერო-ლიტერატურული ბაზის გაუმჯობესებას; ამასთანავე, უნივერსიტეტის მასშტაბით უხელმძღვანელოს პოლიგრაფიულ საქმიანობას.

ხელმძღვანელი

გიორგი ჯერენაშვილი

საქმისწარმოების დეპარტამენტის მიზანია უნივერსიტეტის საქმისწარმოებასა და დოკუმენტბრუნვასთან დაკავშირებული ურთიერთობების მოწესრიგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ერთიანი საქმისწარმოების სისტემის უზრუნველყოფა და არქივის მართვა.


დეპარტამენტის უფროსის მ/შ

დავით გორგიძე 

სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ნორმატიული აქტების შესრულების უზრუნველყოფა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადების პროცესის ხელშეწყობა.


სამსახურის უფროსი

ზაზა ბუაჩიძე

სამსახურის უფროსის მოადგილე

ნინო ნიშნიანიძე  

აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის განვითარების ცენტრის ძირითადი მიზანია: უნივერსიტეტის აკადემიური, მასწავლებელთა, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის, პროფესიული მასწავლებლების, სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და უზრუნველყოფა.

ცენტრის უფროსი

რამაზ ხუროძე

უფროსის მოადგილე

ლალი ღოღელიანი

მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტი ძირითადი ფუნქციაა უნივერსიტეტში სამეცნიერო პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა; სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განსაზღვრის ორგანიზება; მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და მისი დაფინანსება. დეპარტამენტი ეხმარება ახალგაზრდა მკვლევრებს და მეცნიერებს სამეცნიერო საქმიანობაში. ასევე, მეცნიერების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ხელს უწყობს საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების, სიმპოზიუმების, საზაფხულო სკოლების ორგანიზებას და უნივერსიტეტის მხარდაჭერას საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესებში.


დეპარტამენტის უფროსი

მიხეილ ჯანიკაშვილი

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ლერი კობახიძე

სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის წესდებით, უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით, შინაგანაწესითა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებითა და დეპარტამენტის დებულებით. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი), რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) მიერ კანომდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს და ანგარიშვალდებულია რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) წინაშე


დეპარტამენტის უფროსი

ბექა მაისურაძე

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ნონა გოგსაძე

საფინანსო სამსახურის მიზანია უნივერსიტეტის ეფექტიანი ფინანსური მენეჯმენტის განხორციელება, ფინანსური სიჯანსაღისა და მდგრადობის უზრუნველყოფა, ეფექტური და ეფექტიანი აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემის დანერგვა და ადმინისტრირება.

სამსახურის უფროსი

გიორგი ჭუმბურიძე

სამსახურის უფროსის მოადგილე

ლია ყოჩიშვილი

შესყიდვების დეპარტამენტის მიზანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესყიდვების პროცესის ეფექტურად და ეფექტიანად მართვა.


დეპარტამენტის უფროსი

ეკა ივანიშვილი

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

სოფო ფარსეღაშვილი

ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის მიზანია, უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური ადამიანური კაპიტალით უზრუნველყოფა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და ეფექტიანი ადმინისტრირების უზრუნველყოფა.


დეპარტამენტის უფროსი

ხათუნა ჩხიკვიშვილი

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ნინო მუშკუდიანი

შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციაა, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების შიდა აუდიტი და მონიტორინგი. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, კანონიერების, კონფიდენციალურობის, მიუკერძოებლობის, სამართლიანობის და ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.


სამასახურის უფროსი

თამაზ ურთმელიძე

სამასახურის უფროსის მოადგილე

ალექსანდრე შერაზადიშვილი

ინფრასტრუქტურის განვითარების საუნივერსიტეტო სამსახურის მიზანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობებისა და სხვა ფიზიკური აქტივების მოვლა-პატრონობა, უნივერსიტეტის მასშტაბით სამშენებლო და სარემონტო პროექტების დაგეგმვა და მართვა, სასაწყობე მეურნეობისა და მიწოდების ჯაჭვის მართვა და უნივერსიტეტში შრომის უსაფრთხოების ხელშეწყობა.


სამსახურის უფროსი

დავით ბარბაქაძე

სამსახურის უფროსის მოადგილე

ალექსანდრე სოხაძე

დაცვის და უსაფრთხოების სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებით, წინამდებარე დებულებით, სამსახურის პერსონალის სამუშაოთა აღწერილობებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამსახურის მიზანია უნივერსიტეტის პერსონალის და სტუდენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ამასთანავე, ყველა შენობა-ნაგებობის, სასწავლო და არასასწავლო ინვენტარის დაცვა-უსაფრთხოებასე ზრუნვა.

სამსახურის უფროსი

მერაბ ბაღათურია

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

ვლას არჩუაძე

საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის მიზანია სტუდენტებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მკვლევარებს და დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის ურთიერთობების გაღრმავება; უნივერსიტეტში მიმდინარე ყველა პროცესის გაშუქება და სპეციალური პროგრამების მომზადება საუნივერსიტეტო ტელევიზიით.


ჯგუფის უფროსი

დარეჯან მეფარიშვილი

სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის მიზნებია: კულტურის, ხელოვნების, ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაცია საუნივერსიტეტო სივრცეში და ამ მიზნით არსებული ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება; უნივერსიტეტში არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვა, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის მათი ინტერესების შესაბამისი გარემოს და კომფორტული პირობების შესაქმნელად.

დეპარტამენტის უფროსი

ლევან ფიფია

უფროსის მოადგილე

ლევან იოსებაშვილი


სამსახურის უფროსი

დავით კაპანაძე


განყოფილების უფროსი

ეკატერინე პაპავა

მარკეტინგისა და კომუნიკაციების ცენტრი ხელს უწყობს უნივერსიტეტის იმიჯის ფორმირებას და ბრენდის ცნობადობის გაზრდას. ჩვენ ვქმნით ეფექტიან და მიზანმიმართულ კომუნიკაციას, რომელიც უნივერსიტეტის ღირებულებებს და მიღწევებს წარმოაჩენს. ჩვენი გუნდი ხელს უწყობს მჭიდრო თანამშრომლობას როგორც შიდა, ასევე გარე აუდიტორიებთან, რათა წავახალისოთ მათი ჩართულობა და შესაბამისად გავაძლიეროთ უნივერსიტეტის მისია და მისი მნიშვნელობა თანამედროვეობაში.


ცენტრის უფროსი

ანანო მჭედლიშვილი