გრანტები

გრანტები

  1. რას საქმიანობს გრანტების ოფისი?

    ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი მთავარ როლს ასრულებს ფაკულტეტის საგრანტო საქმიანობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამების ფართო სპექტრის განვითარებასა და განხორციელებაში.

  2. ჩვენ ვეხმარებით ფაკულტეტებსა და ინსტიტუტებს

    1. მოიპოვონ დაფინანსების შესაძლებლობები
    2. შეიმუშაონ საგრანტო წინადადებები უნივერსიტეტის მასშტაბით და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ხელს ვუწყობთ სამეცნიერო კვლევების განვითარებას;
    3. უზრუნველვყოფთ დაფინანსებული პროექტების მართვის პროცესის კოორდინირებას;
    4. ვოპერირებთ უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების ბაზაზე არსებული ინტელექტუალური, ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული რესურსების მეშვეობით ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.

  3. ჩვენთან არსებული სერვისები

    1. პირველადი პასუხისმგებლობები/კონსულტაციები პროფესორ-მასწავლებლებთან, ასევე კურსდამთავრებულებთან, რათა მარტივად შეძლონ საგრანტო წინადადების შემუშავება;
    2. საგრანტო პროექტისთვის წინადადების შემუშავება, რედაქტირება;
    3. მონიტორინგი საგრანტო პროექტის წინადადების განხილვასა და შეფასებაში.

  4. ჩვენი მიმართულებები

    1. დონორების იდენტიფიცირება;
    2. დაფინანსებული პროექტების მართვა და ხელშეწყობა;
    3. უნივერსიტეტის თანამშრომლების ინფორმირება მიმდინარე კონკურსების გამოცხადების დროს;
    4. კონსულტაციის გაწევა საერთაშორისო ფონდებისა და ორგანიზაციების საგრანტო პროგრამებისა და საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ;
    5. უნივერსიტეტის თანამშრომლების ხელშეწყობა სამეცნიერო პროექტებში ჩასართავად;
    6. სტარტაპ პროექტების ხელშეწყობა და განვითარება.

  5. საინფორმაციო დღეები ჩვენთან

    1. ეფექტიანი თანამშრომლობისთვის ჩვენთან ხშირად ტარდება ტრენინგები და საინფორმაციო შეხვედრები;
    2. აქტიურად ვმონაწილეობთ ადგილობრივ და საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებში.