საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს შეუძლია მობილობა განახორციელოს სწავლების ერთი წლის შემდეგ. ამასთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სტუდენტს საშუალება აქვს ისარგებლოს როგორც შიდა მობილობით (შზსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებს შორის), ასევე გარე მობილობით (სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის უფლებით) .
თუმცა, თუ სტუდენტს, ფინანსური დავალიანება აქვს, მას უფლება არ აქვს ისარგებლოს ამ პროცედურით. მობილობის ვადებს ადგენს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, წელიწადში ორჯერ, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში.
შიდა მობილობის მსურველმა სტუდენტმა მკაცრად უნდა დაიცვას ვადები, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცედურა არ განხორციელდება. შესაბამისად, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობა) მსურველებმა უნდა მიმართონ შესაბამის ფაკულტეტს.
შიდა მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
- ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ფაკულტეტიდან:
- პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
- სტუ–ს ბუღალტერიიდან (ოთახი N 210) ცნობა გადახდის შესახებ.
გარე მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურები:
თავდაპირველად, უნდა გაიაროს რეგისტრაცია მობილობის ელ. პორტალზე https://students.emis.ge/
- აირჩიოს სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასურველი პროგრამა/პროგრამები და დაალაგოს პრიორიტეტის მიხედვით (გააკეთოს მობილობის ელექტრონული განაცხადი);
- ბაკალავრიატის საფეხურის სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა, სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის დასრულეამდე, უნდა გაიაროს დაწესებულების მიერ ორგანიზებული კონკურსი, დეტალური ინფორმაციისთვის გაეცნოს პროგრამის სესახებ ინფორმაცის და დაწესებულების web-გვერდს.
- სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, საქართველოს ბანკის თვითმომსახურების ტერმინალებში, საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის, მობაილბანკის ან epay.ge-ს გადახდის სერვისებით (მენიუში მოძებნეთ: სხვა->განათლება->სტუდენტთა მობილობა);
- გაეცნოს მობილობის შედეგებს ელექტრონულ პორტალზე პირად სარეგისტრაციო გვერდზე;
- დადებითი პასუხის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს წერილობითი განცხადებით მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები;
- გაეცნოს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების შესახებ ინფორმაციას და წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა/უარი.
გასათვალისწინებელია, რომ ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 1-ელი აგვისტოს ბრძანების თანახმად, სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს ხუთი საგანმანათლებლო პროგრამისა, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის შემთხვევისა.
ამასთანავე, სტუდენტი ვალდებულია რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას განსაზღვროს არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობა.
სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, ელექტრონულ პორტალზე ირჩევს მხოლოდ ერთ სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო პროგრამას.
აღსანიშნავია, რომ მობილობის მსურველს შეუძლია პორტალზე აირჩიოს და დაარეგისტრიროს ცალ-ცალკე, პრიორიტეტის მიხედვით, არაუმეტეს 5 (ხუთი) საგანმანათლებლო პროგრამა. გარდა სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის შემთხვევისა. პრიორიტეტულობის პრინციპი ნიშნავს არჩეული პროგრამების დალაგებას უპირატესობის მინიჭების მიხედვით. სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, ელექტრონულ პორტალზე ირჩევს მხოლოდ ერთ სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო პროგრამას.
გასათვალისწინებელია, რომ მობილობის მსურველს შესაძლებლობა აქვს რეგისტრაციის დასრულებამდე, ელექტრონულ პორტალზე ნებისმიერი ცვლილების (რედაქტირების) განხორციელება (თანმიმდევრობის შეცვლა, არჩეული პროგრამის წაშლა, ახლის დამატება და ა.შ.).
გარე მობილობის მსურველთმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);-ვაჟებისთვის
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი, დამოწმებული უსდ ბეჭდით;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული უსდ ბეჭდით);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- დაფინანსებული სტუდენტების შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი.
- პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია.