სტუ-ს შესახებ

ჯილდოები

ნ. ნიკოლაძის მედალი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო „ნიკო ნიკოლაძის ოქროს მედალი“ დაწესებულია 2022 წლიდან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, ჯილდო გადაეცემა პირს აკადემიურ სფეროში სასწავლო ან სამეცნიერო მოღვაწეობისას განსაკუთრებული დამსახურებისთვის.

გ. ნიკოლაძის მედალი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო „გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი’’ დაწესებულია 2022 წლიდან. ჯილდო გაიცემა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხანგრძლივი და ნაყოფიერი მეცნიერული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის.

ოქროს მედალი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ოქროს მედალი“ გადაეცემა საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარებაში, აღიარებასა და პოპულარიზაციაში.