ვის გადეცემა სტუ-ის ჯილდო „ოქროს მედალი“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ჯილდოს - „ოქროს მედლის“ გადაცემის დადგენილება 2022 წლის 19 მაისს გამართულ სხდომაზე მიიღეს.
„ოქროს მედალი“ სსიპ -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯილდო გაიცემა უნივერსიტეტის წინაშე გაწეული დამსახურებისთვის.
დადგენილების თანახმად, „ოქროს მედალი“ საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირს გადაეცემა, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარებაში, აღიარებასა და პოპულარზიაციაში.
„ოქროს მედალი“ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორის წარდგინების საფუძველზე გაიცემა.
დაჯილდოებულ პირს, ჯილდოს და შესაბამის მოწმობას, საზეიმოდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი გადასცემს.
სტუ-ის ჯილდო „ოქროს მედალი“ დაარსებიდან დღემდე 56 პირს გადაეცა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.