პირველი სტუდენტური თვითმმართველობა დაარსდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006 წლის 8 მაისს.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2008 წლიდან შეიქმნა სტუდენტური თვითმმართველობა რომლის პრეზიდენტად არჩეულ იქნა თემურ დუნდუა.
20010-2012 წელი სტუდენტური თვითმმართველობის პრეზედენტი - გიორგი კულდონაშვილი;
2012-2014/2016 წელი სტუდენტური თვითმმართველობის პრეზედენტი - ავთანდილ ადეიშვილი;
20016-2018/2020 წელი სტუდენტური თვითმმართველობის პრეზედენტი - რატი გურგენიძე;
2021-2023 წელი სტუდენტური თვითმმართველობის პრეზედენტი - გიორგი ნანიტაშვილი
2023 წელიდან დღემდე სტუდენტური თვითმმართველობის პრეზედენტი - დავით ლეშკაშელი;
სტუდენტური თვითმმართველობის არსებობის სამართლებრივი მხარე გათვალისწინებულია უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით, რაც შესაბამისად ასახულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის N 133/ნ ბრძანებით.
2016 წლიდან შეიცვალა სტუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევის წესი და გახდა უფრო მეტად ღია და გამჭირვალე, სადაც არჩევნების ჩატარების ტიპი პროპორციულიდან გადავიდა სრულად მაჟორიტარულზე. სტუდენტურ თვითმმართველობაში პირდაპირი წესით არჩევის შესაძლებლობა მიეცა ყველა სტუდენტს, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით და სტუდენტის ცნობის საფუძველზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების 42-ე მუხლის თანახმად, უსდ-ში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობები, რომელთა ერთობლიობაც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას. დებულებით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ არჩეული დელეგატები საერთო ყრილობაზე ამტკიცებენ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს, გამგეობას და ფაკულტეტის თავმჯდომარეებს 2 წლის ვადით.
სტუდენტური თვითმმართველობა აერთიანებს 12 ფაკულტეტსა და 6 ცენტრალურ დეპარტამენტს, გაწევრიანება თავისუფალია სტუ-ის ნებისმიერი ფაკულტეტისა და საფეხურის სტუდენტებისათვის. დებულების შესაბამისად, დღეისათვის სტუდენტურ თვითმმართველობაში ოფიციალურად არჩეულია 500-ზე მეტი დელეგატი, რომელიც ჩართულია საფაკულტეტო საბჭოების მუშაობაში (საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3) და გაწევრიანებულია დაახლოებით 2000-ზე მეტი სტუდენტი.
სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს უნივერსიტეტში არსებულ სტუდენტურ გაერთიანებას, რომელიც ახორციელებს კულტურულ, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებებს. ასევე, წარმოადგენს შუამავალს სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის ურთიერთობისას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში (სენატი) არჩევნები 4 წლის ვადით ტარდება სადაც საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3 სტუდენტები არიან წარმოდგენილი და მონაწილეობას იღებენ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობაში.
სტუდენტური თვითმმართველობა დებულების შესაბამისად ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში;
ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
ასრულებს მედიატორის როლს სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის
ირჩევს წარმომადგენლებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში;
უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს შესაბამის ორგანოს;
განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში და ის თავის საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლად.
სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა საქართველოში ყველაზე დიდი არჩევითი სტუდენტური ორგანიზაციაა, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეში საქმიანობს.
100 წლოვანი უნივერსიტეტის ისტორიაში დიდი მნიშვნელობა აქვს სტუდენტურ ცხოვრებას, რომელიც სტუ-ში ყოველთვის გამორჩეოდა და დღეს დიდ მნიშვნელობას ამ როლის სრულფასოვნად შესრულებაში სტუდენტური თვითმმართველობა თამაშობს.
კონტაქტი:
დავით ლეშკაშელი
+995 591 031 103
ნატა ჭანუყვაძე
+955 500 05 18 45
თვითმმართველობა
ირაკლი გუგუშვილი
+568 099 094
ალექსანდრე ღამბაშიძე
aleksandre.gambashidze@gmail.com
+995 598 74 77 70
ბესარიონ გიორგაძე
+995 551 67 86 78