აკადემიური კალენდარი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2025-2026 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი

2025-2026 სასწავლო წლის პირველი (შემოდგომის) სემესტრის სასწავლო განრიგის შესახებ
1. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის პირველი (შემოდგომის) სემესტრი დაიწყოს 2025 წლის 20 ოქტომბერს.
2. სასწავლო კომპონენტში შუასემესტრული გამოცდა (არსებობის შემთხვევაში) ჩატარდეს
2025 წლის 8 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, მიმდინარე აქტივობები შეფასდეს შესაბამის სილაბუსში მითითებულ კვირებში, დასკვნითი გამოცდები ჩატარდეს 2026 წლის 9 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით, ხოლო დამატებითი გამოცდები – 2026 წლის 23 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით (იხ. დანართი 1, დანართი 2, დანართი 3).
3. დოკუმენტური მასალის ჩაბარება, როგორც წესი, მოხდეს: სასწავლო კომპონენტში – 2026 წლის 2 თებერვლიდან შესაბამის დასკვნით გამოცდამდე, კვლევითი კომპონენტის ეტაპებზე (“სამაგისტრო ნაშრომის დასრულება და დაცვა”, “პროექტი-პროსპექტუსისა” და “კოლოკვიუმის” განხილვა, „დისერტაციის წინასწარი დაცვა“ და „დისერტაციის დაცვა“) – წინამდებარე ბრძანების დანართებით განსაზღვრულ ვადებში (იხ. დანართები დანართი 1, დანართი 2, დანართი 3).
4. მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სამაგისტრო ნაშრომებისა და დისერტაციების დაცვა, აგრეთვე, პროსპექტუსების/კოლოქვიუმების (არსებობისას) განხილვა, როგორც წესი, განხორციელდეს სასწავლო კომპონენტებისათვის გათვალისწინებული დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ვადაში (იხ. დანართები 2 და 3).
5. დისერტაციის წინასწარი დაცვა, როგორც წესი, ჩატარდეს 2025 წლის 10 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით (იხ. დანართი 3).
6. პრაქტიკა, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩატარდეს სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) შესაბამისად.
7. საშობაო არდადეგები დაიწყოს 2025 წლის 31 დეკემბერს და დამთავრდეს 2026 წლის 7 იანვარს, ხოლო ზამთრის არდადეგები დაიწყოს 2026 წლის პირველ მარტს და დამთავრდეს 15 მარტს.
8. სასწავლო კომპონენტის (სასწავლო კურსი, თემატური სემინარი, პრაქტიკა და სხვა) წამყვანი პროფესორი ვალდებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებულ სტუდენტთა შეფასების ელექტრონულ უწყისში (შემდგომში – ელექტრონული უწყისი) სტუდენტთა მიმდინარე აქტივობის შეფასების, შუასემესტრული გამოცდის (არსებობის შემთხვევაში), დასკვნითი ან/და დამატებითი გამოცდის (გარდა საგამოცდო ცენტრში ჩატარებული გამოცდებისა) შედეგები შეიტანოს არაუგვიანეს შეფასების/გამოცდის ჩატარების ბოლო ვადის მომდევნო ოთხი სამუშაო დღისა (24 საათამდე).
9. უნივერსიტეტის საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრი ვალდებულია ელექტრონულ უწყისში შეიტანოს კომპიუტერულ ცენტრში ჩატარებული შუასემესტრული გამოცდის, დასკვნითი ან/და დამატებითი გამოცდის შედეგები, არაუგვიანეს გამოცდის ჩატარების ბოლო ვადის მომდევნო ოთხი სამუშაო დღისა (24 საათამდე).
10. მაგისტრანტის ხელმძღვანელი/დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი ვალდებულია, სამაგისტრო ნაშრომის დაცვის/დისერტაციის წინასწარი დაცვის/დისერტაციის დაცვის, “პროექტი-პროსპექტუსისა” და “კოლოკვიუმის” შეფასების შედეგი შეიტანოს ელექტრონულ უწყისში არაუგვიანეს შესაბამისი შეფასების/დაცვის ჩატარების ბოლო ვადის მომდევნო ოთხი სამუშაო დღისა (24 საათამდე).
11. სემესტრის ბოლოს, არაუგვიანეს დამატებითი გამოცდის ჩატარების ბოლო ვადის მომდევნო ხუთი სამუშაო დღისა, სასწავლო კომპონენტის წამყვანმა პროფესორმა, მაგისტრანტის ხელმძღვანელმა, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ელექტრონული უწყისის ამონაბეჭდზე (2 ეგზ.) ხელმოწერით უნდა დაადასტუროს მონაცემები და წარადგინოს აკადემიურ დეპარტამენტში. დეპარტამენტში რეგისტრირებული უწყისი არსებული წესით გადაეცეს დეკანატს.
12. დაევალოთ ფაკულტეტების დეკანებს:
12.1. სემესტრის დაწყებიდან 4 კვირაში სასწავლო პროცესების მართვის სამსახურში წარადგინონ ინფორმაცია ელექტრონული სწავლების სისტემაში (elearning.gtu.ge) სასწავლო მასალის შეტანის, აგრეთვე კონსულტაციების განრიგის უნივერსიტეტის საინფორმაციო სივრცეებში (leqtori.gtu.ge; elearning.gtu.ge და სხვ.) განთავსების შესახებ;
12.2. შუასემესტრული გამოცდების დაწყებამდე არანაკლებ ორი კვირით ადრე უზრუნველყონ შესაბამისი გამოცდების ცხრილის შედგენა და შემდგომი გამოქვეყნების მიზნით მისი წარდგენა სასწავლო პროცესების მართვის სამსახურში და საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში;

12.3. სემესტრის დაწყებიდან 6 კვირის ვადაში სასწავლო პროცესების მართვის სამსახურში წარადგინონ ინფორმაცია დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტების პირადი საქმეების (მათ შორის, ჩარიცხვის წინაპირობად განსაზღვრული დოკუმენტაციის) მონიტორინგის შედეგების, აგრეთვე, მათი აკადემიური და საფინანსო დავალიანებების შესახებ;
12.4. სემესტრის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 კვირისა უზრუნველყონ სტუდენტთა აკადემიური (წინა სემესტრის/სემესტრების სწავლის შედეგების შემოწმება და სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება) და ადმინისტრაციული (საფინანსო ხელშეკრულების გაფორმება ან/და სწავლის საფასურის გადახდა) რეგისტრაციის დასრულება, აგრეთვე შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა სასწავლო პროცესების მართვის სამსახურში;
12.5. სემესტრის დაწყებიდან 6 კვირაში უზრუნველყონ არარეგისტრირებულ სტუდენტთა ინფორმირება და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა სასწავლო პროცესების მართვის სამსახურში;
12.6. სემესტრის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 კვირისა წარმოადგინონ ბრძანებების პროექტები აკადემიური დავალიანების მქონე სტუდენტების სასწავლო კურსებისა და კვლევითი კომპონენტების დამატებით (ხელახლა) გასავლელად დაშვების თაობაზე, აგრეთვე, ინფორმაცია შესაბამისი ელექტრონული უწყისების ფორმირების დასრულების შესახებ;
12.7. სემესტრის დაწყებიდან არაუგვიანეს 6 კვირისა სასწავლო პროცესების მართვის სამსახურში წარადგინონ საფაკულტეტო ბრძანებები მიმდინარე სემესტრში კომპონენტზე – “სამაგისტრო ნაშრომის შესრულება და დაცვა“ მაგისტრანტების დაშვების შესახებ (იხ. დანართი 4);
12.8. დასკვნითი გამოცდების დაწყებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე სასწავლო პროცესების მართვის სამსახურში წარადგინონ საფაკულტეტო ბრძანებები დოქტორანტურის თემატური სემინარების (არსებობისას) შეფასებისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის კოლოკვიუმების განხილვის კომისიების შემადგენლობისა და მათი მუშაობის განრიგის, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის პროსპექტუსის აკადემიური დეპარტამენტის სხდომაზე განხილვის განრიგის (ჩატარების ადგილი და დრო) შესახებ;
12.9. სემესტრის დაწყებიდან არაუგვიანეს 11 კვირისა სასწავლო პროცესების მართვის სამსახურში წარადგინონ საფაკულტეტო ბრძანებები მიმდინარე სემესტრში ეტაპზე –
„დისერტაციის დასრულება და დაცვა” დოქტორანტების დაშვების შესახებ, აკადემიური და ფინანსური დავალიანების არარსებობის მითითებით (იხ. დანართი 5);
12.10. სამაგისტრო ნაშრომების დაცვების დაწყებამდე არანაკლებ ორი კვირით ადრე წარმოადგინონ ბრძანებების პროექტები საგამოცდო კომისიების შემადგენლობის დამტკიცებისა და ნაშრომების დაცვის დანიშვნის შესახებ;
12.11. დისერტაციის დაცვამდე არანაკლებ ორი კვირით ადრე წარმოადგინონ საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოების გადაწყვეტილებების საფუძველზე მომზადებული ბრძანებების პროექტები დისერტაციების დაცვის დანიშვნის შესახებ;
12.12. დასკვნითი გამოცდების დაწყებამდე ორი კვირით ადრე სასწავლო პროცესების მართვის სამსახურში შესათანხმებლად წარადგინონ დასკვნითი გამოცდების ცხრილი (დღეების, საათების და აუდიტორიების მითითებით);
12.13. უზრუნველყონ სამაგისტრო ნაშრომების დაცვის, დოქტორანტების თემატური სემინარის (არსებობისას) შეფასების, დოქტორანტების კოლოკვიუმების განხილვის, დისერტაციის წინასწარი დაცვისა და დისერტაციის დაცვის პროცესის სრული აუდიო/ვიდეო ჩაწერა და ჩანაწერის ლაზერულ დისკზე (CD ან DVD) შენახვა, შესაბამისი ოქმის დანართის სახით;
12.14. უზრუნველყონ აკადემიურ დეპარტამენტებთან ერთად სემესტრის განმავლობაში ელექტრონული უწყისების შევსების მონიტორინგი;
12.15. სემესტრის დამთავრებიდან ოთხი კვირის ვადაში სასწავლო პროცესების მართვის სამსახურში წარადგინონ სამსახურებრივი ბარათები სტუდენტთა შეფასების უწყისების რეგისტრაციის დასრულების შესახებ, აგრეთვე, სტუდენტთა რეიტინგული სიები;

12.16. სემესტრის დამთავრებიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგინონ სტუდენტთა სწავლების შემდეგ წელზე გადაყვანის ბრძანებათა პროექტები (საჭიროებისას);
12.17. სტუდენტის სტატუსის აღდგენის ვადის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში წარმოადგინონ იმ სტუდენტთა სტატუსის შეჩერების ბრძანებათა პროექტები, რომლებსაც სწავლების გეგმური ვადის ამოწურვის შემდეგ დარჩათ აკადემიური დავალიანება და დადგენილი წესით არ მიმართეს რექტორს დამატებით სემესტრ(ებ)ში სტატუსის გაგრძელების თაობაზე.
13. დაევალოს საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრს:
13.1. საგამოცდო ცენტრში ჩასატარებელი გამოცდების ცხრილი შუალედური და დასკვნითი გამოცდების დაწყებამდე 3 კვირით ადრე მიაწოდოს ფაკულტეტების სასწავლო პროცესების მართვის განყოფილებებს;
13.2. გამოცდების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე უზრუნველყოს საგამოცდო ცხრილების განთავსება უნივერსიტეტის საინფორმაციო სივრცეებში (elearning.gtu.ge, testing.gtu.ge, vici.gtu.ge).
14. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ვიცე-რექტორს თ. წერეთელს.
15. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
16. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64.