სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ, უნივერსიტეტის არსებობის მანძილზე პირველად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აირჩია

სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ, უნივერსიტეტის არსებობის მანძილზე პირველად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აირჩია

 

სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ, უნივერსიტეტის არსებობის მანძილზე პირველად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აირჩია

30-03-2024
სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ, უნივერსიტეტის არსებობის მანძილზე პირველად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აირჩია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის  თავმჯდომარეობით, უნივერსიტეტის არსებობის ისტორიაში პირველად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები აირჩია, რომლებიც საქმიანობას საზოგადოებრივ საწყისებზე განახორცილელებენ. 

ჰიბრიდულ რეჟიმში გამართულმა აკადემიური საბჭოს სხდომამ, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ წრეებთან ერთად, საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი ქართველი, ევროპელი, აზიელი და ამერიკელი მეცნიერები ესწრებოდნენ, სამეთვალყურეო საბჭოს 18 წევრი სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტის, ლავრენტი გუდავაძის წარდგინების საფუძველზე აირჩია.

სტუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილების თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: 

ედვარდ ჩარლზ ბლაჩერი (აშშ)

- პროფესორი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ენრიკო ფერმის ინსტიტუტის დირექტორი, სტენფორდის მიწისქვეშა კვლევების კომპლექსის პროგრამის მრჩეველთა კომიტეტის წევრი; 

სატოში მიჰარა (KEK, ცუკუბა, იაპონია) 

- პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, შოთა რუსთაველის ფონდის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი, იაპონიის განთლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მრჩეველი მეცნიერებაში, 2015-2021 წწ., მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევის ორგანიზაცია (KEK), ნაწილაკებისა და ბირთვული კვლევების ინსტიტუტი, COMET კოლაბორაციის მენეჯერი; 

ტიციანო კამპორეზი (CERN, ჟენევა, შვეიცარია) 

- პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, შოთა რუსთაველის ფონდის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი, CERN/CMS კოლაბორაციის ყოფილი სპოუკსპერსონი, CERN/CMS ჯგუფის ყოფილი ლიდერი, CMS კოლაბორაციის ერთ-ერთი ლიდერი; 

ლეხ ძენისი (პოლონეთი) 

- პროფესორი, ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზიდენტი 2012-2020 წწ., ფონდ EKOFUNDUSZ-ის ექსპერტი, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის გარემოსდაცვითი ინჟინერიის კომიტეტის წევრი 2012-2015 წწ.; 

რიჩო ლაზაროვი (აშშ) 

-  მათემატიკოსი, პროფესორი, ემერიტუსი - ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემია, მათემატიკისა და ინფორმატიკის ინსტიტუტი, ემერიტუსი - მათემატიკის დეპარტამენტი, ტეხასის უნივერსიტეტი (აშშ), სკოპუსის მიხედვით ციტირება 5469, h ინდექსი-36; 

იურე ზოვკო (ხორვატია) 

- ფილოსოფოსი, ფილოსოფიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტი (პარიზი), ფილოსოფიისა და მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი (ბრიუსელი, ბელგია),  FISP-ის მმართველი კომიტეტის წევრი; 

რამაზ ხუროძე 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი; 

ზვიად წამალაიძე 

- სტუ-ის კვანტური ფიზიკის და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი. 2000 წლიდან დღემდე მონაწილეობს ექპერიმენტებში, რომლებიც ტარდება CERN, KEK, JPARC, არის აღნიშნულ ექსპერიმენტებში კოორდინატორი  საქართველოდან; 

ირაკლი გუჯაბიძე 

- სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამთო-გეოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარე, პროფესორი; 

მინდია უგრეხელიძე 

- პროფესორი, სამართალმცოდნე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - 1990-1999, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე - 1999-2009; 

გიორგი კვესიტაძე 

- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი; ტარიელ კვიციანი - სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის საინჟინრო მექანიკის და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის #101 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;  

ჯუმბერ იოსებიძე 

- სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საავტომობილო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი; 

დავით თავხელიძე 

- სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; 

რევაზ კლდიაშვილი 

- სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის  ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი; 

რუსუდან ქუთათელაძე 

- სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი; 

ვახტანგ კვარაცხელია 

- სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის  გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი; 

ვახტანგ დავითაია 

- არქიტექტორი, პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მას-დელ-პლატას უნივერსიტეტის (არგენტინა) საპატიო დოქტორი, თბილისის და მანსის (ინდიანა, აშშ)  საპატიო მოქალაქე.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, თავის გამოსვლაში აღნიშნა, განვითარებული პროცესები აჩვენებს, რომ უნივერსიტეტი ახალი გამოწვევებისთვის ემზადება, რაც ასევე გულისხმობს სწავლა-სწავლების მეთოდიკის კიდევ მეტად დახვეწასა და უნივერსიტეტის მრავალმხრივ განვითარებას.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, ჩვენ  სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ავირჩიეთ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ აკადემიურმა საბჭომ შემთხვევით არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ კანდიდატურებს - თითოეული თქვენგანი, მსოფლიო მასშტაბით, გამორჩეული მეცნიერია. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით მეცნიერების განვითარებაში, ატარებთ უმნიშვნელოვანეს, ფუნდამენტურ კვლევებს, ხსნით ურთულეს ამოცანებს, რომელთა დიდი ნაწილი ცნობილ სამეცნიერო სტატიებშია მოხსენიებული და მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებშია გამოქვეყნებული - სწორედ ეს არის აკადემიური საბჭოს ერთსულოვნების მიზეზი! წარმატებებს გისურვებთ ჩვენი ქვეყნის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.

სამეთვალყურეო საბჭოს ახლადარჩეულმა წევრებმა რექტორს და აკადემიურ საბჭოს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს.

For English Click Here.

სიახლეებში დაბრუნება