სტუ-ის რექტორმა უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის რვა მეცნიერ-მკვლევარი ოქროს მედლითა და საპატიო სიგელით დააჯილდოვა

სტუ-ის რექტორმა უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის რვა მეცნიერ-მკვლევარი ოქროს მედლითა და საპატიო სიგელით დააჯილდოვა

 

სტუ-ის რექტორმა უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის რვა მეცნიერ-მკვლევარი ოქროს მედლითა და საპატიო სიგელით დააჯილდოვა

29-12-2023
სტუ-ის რექტორმა უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის რვა მეცნიერ-მკვლევარი ოქროს მედლითა და საპატიო სიგელით დააჯილდოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ოქროს მედლითა და საპატიო სიგელით დააჯილდოვა რვა მეცნიერ-მკვლევარი, ხოლო საპატიო დიპლომები ორ ახალგაზრდა მკვლევარს გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია  მიმდინარე წლის სტუ-ის აკადემიური საბჭოს ბოლო სხდომაზე გაიმართა. დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მხარს უჭერს უმაღლესი საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლის მეცნიერებსა და მკვლევრებს, ქმნის ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის სათანადო პირობებს, ამასთანავე, უნივერსიტეტი ავითარებს ჰუმანიტარულ დარგებს, როგორიცაა: ფილოსოფია, ისტორია, ფილოლოგია, სამართალი, ეკონომიკა და ა.შ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, ბიოსამედიცინო ინჟინერიის კათედრის დაარსებისა და მის განვითარებაში შეტანილი წლილისთვის, გარდაცვალების შემდეგ, სტუ-ის ოქროს მედლით დააჯილდოვა პროფესორები: ოთარ ხომერიკი და რაულ კუპრავა. ჯილდო გადაეცათ ოთარ ხომერიკის შვილს, ირინა ხომერიკს და რაულ კუპრავას მეუღლეს, ლალი კუპრავას. რექტორმა, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე ABET აკრედიტაციის მიღებისთვის,სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა სტუ-ის საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელს, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ ირინე გოცირიძეს და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თამარ ლომინაძეს. ასევე, სტუ-ის ოქროს მედალი, გიორგი ნიკოლაძის ელექტრონული გამოთვლითი მანქანის, არითრომერტის რეკონსტრუქციისთვის, გადაეცათ პროფესორებს: ლევან იმნაიშვილს, გელა გოდერძიშვილს და მაგული ბედინეიშვილს, ხოლო, გიორგი ნიკოლაძის ელექტრონული გამოთვლითი მანქანის, არითრომერტის რეკონსტრუქციაში აქტიური მონაწილეობისათვის საპატიო დიპლომები გადაეცათ გოჩა ზედგენიძეს და თამარ ხინთიბიძეს. სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ქართული ფილოლოგიის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, სტუ-ის ოქროს მედლი გადასცა პროფესორ თემურ ჯაგოდნიშვილს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ - „ბიოსამედიცინო ინჟინერია“, უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) საერთაშორისო სრული აკრედიტაცია მოიპოვა. ეს არის წარმატება, რომელშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის  სტუ-ის საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელს, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ ირინე გოცირიძეს და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თამარ ლომინაძეს. საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულების ისტორია, 40 წლის წინ,  1983 წლიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან დაიწყო. იმჟამინდელ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ამ მეტად მნიშვნელოვან და საჭირო დარგს საფუძველი ჩაუყარა პროფესორმა ოთარ ხომერიკმა. ხოლო, კათედრას მთელი 13 წლის განმავლობაში, ხელმძღვანელობდა გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე პროფესორი რაულ კუპრავა. ეს ადამიანები ქმნიდნენ და შემდგომ კი მათი აღზრდილები ავითარებენ დარგს. მადლობა მინდა მოვახსენო აკადემიური საბჭოს წევრებს ჩვენი სახელოვანი მეცნიერების დაჯილდოვებისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს გიორგი ნიკოლაძის უნიკალური გამოგონების - არითმომეტრის ზუსტი ასლი. კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების დღევანდელი გადასახადიდან, გიორგი ნიკოლაძის არითმომეტრი იმ დროისათვის გარღვევა იყო გამოთვლით ტექნიკაში, რამდენადაც იყო პირველი ელექტრული მოწყობილობა, რომელიც პირდაპირი გამრავლებისა და გაყოფის ოპერაციებს ასრულებდა. ამ ისტორიული გამოგონების აღდგენა, ჩვენი მეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა, მათი დაჯილდოება ჩვენთვის სასიხარულოა. წარმატებები მეცნიერთა ჯგუფს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის როლი ქართული ფილოლოგიის განვითარების საქმეში. სასიხარულოა, რომ დარგის ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერი, პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წარმოადგენს. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ თემურს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ საბჭოს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადეს ოთარ ხომერიკის და რაულ კუპრავას ოჯახის წევრებმა. ასევე, ირინე გოცირიძემ, თამარ ლომინაძემ, ლევან იმნაიშვილმა, გელა გოდერძიშვილმა და სხვებმა. გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ამიერკავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესო უმაღლესი საინჟინრო სკოლა და ამ უნივერსიტეტში გატარებული თითოეული დღე მათთვის დიდი ბედნიერების მომტანია.

 

სიახლეებში დაბრუნება