საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2023-2024 აკადემიური წლის 25 სექტემბრიდან დაწყებას მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავს. ღონისძიებას უნივერსიტეტი პირველკურსელთა ახალი, 101-ე ნაკადის მიღებასა და სტუდენტთა დახვედრას მიუძღვნის.
სტუდენტთა დახვედრის ღონისძიება - WELCOME TO GTU – 25 სექტემბერს, 18:00 საათიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ღია სივრცეში (მერაბ კოსტავას 77, სააკაძის მოედანთან) გაიმართება: სტუდენტთათვის მოეწყობა გასართობი სივრცეები; 19:00 საათიდან სტუ-ის მუსიკალური ჯგუფი - The Blackberries პირველკურსელებს, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის ყველა სტუდენტს დაუვიწყარ კონცერტს ცოცხალი შესრულებით მიუძღვნის. საკონცერტო პროგრამას კი სტუ-ის სტუდენტი, DJ ლაშა სულთანიშვილი გააგრძელებს და ახალგაზრდებს საუკეთესო კომპოზიციებს შესთავაზებს.
კონცერტის დაწყებამდე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით, პირველკურსელთა 101-ე ნაკადს ცხოვრების ახალ გზაზე წარმატებებს უსურვებს და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი კონცერტი, 23:00 საათზე, საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.