საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფილოსოფიის მსოფლიო დღეს საზეიმო ღონისძიება მიეძღვნება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფილოსოფიის მსოფლიო დღეს საზეიმო ღონისძიება მიეძღვნება

 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფილოსოფიის მსოფლიო დღეს საზეიმო ღონისძიება მიეძღვნება

15-11-2023
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფილოსოფიის მსოფლიო დღეს საზეიმო ღონისძიება მიეძღვნება



საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ფილოსოფიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 16 ნოემბერს, 15:00 საათზე, საზეიმო ღონისძიება გაიმართება.   

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დარბაზში, ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართება.

ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გახსნის და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს ტექნიკური უნვიერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

ღონისძიებაში ონლაინ ჩაერთვებიან: ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი - ანდრეას არნდტი და ზადარის  უნივერსიტეტის (ხორვატია) პროფესორი - იურე ზოვკო.

საჯარო მოხსენებით - „თავისუფლების იდეის ისტორიული და სისტემური საფუძვლები“ წარსდგება საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის პროფესორი, სტუ-ის სამეცნიერო კლასტერის - „სახელმწიფო - სამართალი - კულტურა“ ხელმძღვანელი მამუკა ბერიაშვილი.

ღონისძიების ფინალური ნაწილი საჯარო დისკუსიას დაეთმობა.

ღონისძიების ჩატარების ადგილი: მერაბ კოსტავას 77,  სტუ-ის ადმინისტრაციული შენობა, 1-ლი სართული, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

15.11.2023

სიახლეებში დაბრუნება