მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მშენებლობის ინჟინერიის დოქტორი
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 55 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლის საფასური- 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
პროგრამა ,,მშენებლობა’’-ს მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური მკვლევარი-სპეციალისტი, რომელსაც პრაქტიკული გამოცდილების და თანამედროვე საბაზრო მოთხოვნების გათვალისწინებით შეეძლება: სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობაში, ჰიდროსაინჟინრო სისტემებში, უახლესი ინოვაციური თეორიული კვლევის შედეგების დანერგვა; შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ -კონსტრუქციული გადაწყვეტებიდან გამომდინარე, არსებული და ახალი ტიპის კარკასული სისტემების, სამშენებლო კონსტრუქციების დაპროექტების, კვლევის, ანალიზის, ტექნიკური ექსპერტიზის, სტატიკური და დინამიკური გაანგარიშების მეცნიერული კვლევების ჩატარება; უახლეს სამშენებლო მეცნიერებებში ტექნიკის და მაღალი ტექნოლოგიების, მათემატიკური აპარატის საშუალებით ურთულესი თეორიული და პრაქტიკული სამშენებლო პრობლემების გადაჭრა.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
პროგრამის მიზანია, სამხედრო ინჟინერიის კვალიფიციური სპეციალისტის და მკვლევარის მომზადება, რომელიც ფლობს ცოდნას სამხედრო მეცნიერებისა და მისი კვლევის მეთოდების შესახებ, დაუფლებულია ქართულ სამხედრო ტერმინოლოგიას, რომელიც შეთავსებულია NATO-ს სამხედრო ტერმინოლოგიასთან. შესაბამისად, ამ ცოდნის ბაზაზე აქვს სისტემური ცოდნა თავდაცვის გარემოსა და შეიარაღებული ბრძოლის შესახებ.