ქართულენოვანი პროგრამები

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მშენებლობის ინჟინერიის დოქტორი 

პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 55 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.

სწავლების ენა -  ქართული.

სწავლის საფასური-   4000 ლარი.

პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.

პროგრამა ,,მშენებლობა’’-ს  მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური მკვლევარი-სპეციალისტი,   რომელსაც პრაქტიკული გამოცდილების  და თანამედროვე საბაზრო მოთხოვნების გათვალისწინებით შეეძლება:  სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობაში, ჰიდროსაინჟინრო სისტემებში, უახლესი  ინოვაციური თეორიული კვლევის  შედეგების დანერგვა;  შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ -კონსტრუქციული გადაწყვეტებიდან გამომდინარე, არსებული და ახალი ტიპის კარკასული  სისტემების, სამშენებლო კონსტრუქციების დაპროექტების, კვლევის, ანალიზის, ტექნიკური ექსპერტიზის, სტატიკური და დინამიკური გაანგარიშების მეცნიერული  კვლევების ჩატარება; უახლეს სამშენებლო  მეცნიერებებში ტექნიკის და მაღალი  ტექნოლოგიების, მათემატიკური აპარატის საშუალებით ურთულესი თეორიული და პრაქტიკული სამშენებლო პრობლემების გადაჭრა.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი 

პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.

სწავლების ენა - ქართული.

სწავლების საფასური - 4000 ლარი.

პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.

პროგრამის მიზანია, სამხედრო ინჟინერიის კვალიფიციური  სპეციალისტის და მკვლევარის მომზადება, რომელიც ფლობს ცოდნას სამხედრო მეცნიერებისა და მისი კვლევის მეთოდების შესახებ, დაუფლებულია ქართულ სამხედრო ტერმინოლოგიას, რომელიც შეთავსებულია NATO-ს სამხედრო ტერმინოლოგიასთან.  შესაბამისად, ამ ცოდნის ბაზაზე აქვს სისტემური ცოდნა თავდაცვის გარემოსა და შეიარაღებული ბრძოლის შესახებ.   

The website is in test mode

Close

To view the old website click here