მშენებლობა - არააკრედიტებული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მშენებლობის ინჟინერიის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
პროგრამის სტატუსი- არააკრედიტებული.
მიმართულება - საინჟინრო
სწავლის საფასური - 5 500 ლარი
სწავლების ენა - რუსული.
პროგრამის მიზანია, მოამზადოს მდგრადი მშენებლობის სისტემური და სიღრმისეული ცოდნის მქონე მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი მშენებლობის ინჟინერიის დარგში.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: ფიზიკა ან მათემატიკა.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
ენერგეტიკა და ელექტროინჟნერია - არააკრედიტებული.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
მიმართულება - საინჟინრო
სწავლის საფასური - - 5 500 ლარი
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: მათემატიკა/ფიზიკა
უცხო ენა: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული.
სწავლების ენა - რუსული
პროგრამის მიზანია - მისცეს სტუდენტს ფართო ცოდნა თბური და ელექტრული ენერგიების წარმოების, გადაცემის, განაწილების, მოხმარებისა და სხვა ენერგიებად გარდაქმნის თანამედროვე ტექნოლოგიებში, რომელიც მოიცავს ზოგად საინჟინრო განათლებას, თბური, ჰიდრო და ელექტროენერგეტიკული დანადგარების, ელექტრული სადგურებისა და ქვესადგურების, ელექტრული მანქანებისა და აპარატების, ელექტროტექნიკური მასალების, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების და მათში შემავალი ელემენტებისა და კვანძების დაპროექტებას, მონტაჟს, გამართვას, გამოცდასა და ექსპლუატაციას, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ასპექტებს;
ჩამოუყალიბოს საინჟინრო-პრაქტიკული უნარები სამრეწველო და კომერციულ საწარმოებში არსებული ამოცანებისა და პრობლემების გადასაჭრელად, ასევე საყოფაცხოვრებო პირობებში ელექტროგაყვანილობისა და ელექტრომოწყობილობების დაყენების, შენარჩუნების, შეკეთების და ხარვეზის დიაგნოსტირების გასახორციელებლად;
აღჭურვოს კურსდამთავრებულები ენერგეტიკის დარგში არსებული შრომის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადი კომპეტენციებით და შეუქმნას მას საფუძველი სწავლის შემდგომი გაგრძელებისა და პროფესიული განვითარებისათვის.
ნავთობისა და გაზის ტექნოლოგია -არააკრედიტებული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ნავთობისა და გაზის მოპოვების ტექნოლოგიის ბაკალავრი.
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
სწავლის საფასური - - 5 500 ლარი
მიმართულება - საინჟინრო
პროგრამის სტატუსი - არააკრედიტებული.
სწავლების ენა - რუსული .
პროგრამის მიზანია, იმ სპეციალისტების მომზადება, რომლებიც განახორციელებენ პროფესიულ მოღვაწეობას ნახშირწყალბადების ძიების, ბურღვის, დამუშავების და ექსპლუატაციის მიმართულებით, ასევე ნავთობისა და გაზის შენახვასა და ტრანსპორტირებაში.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ფიზიკა ან ქიმია.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
ტრანსპორტი -არაკრედიტებული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ტრანსპორტის ინჟინერიის ბაკალავრი
მიმართულება - საინჟინრო
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
სწავლის საფასური - - 5 500 ლარი
პროგრამის სტატუსი - არააკრედიტებული.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: მათემატიკა/ფიზიკა უცხოენა: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული.
სწავლები ენა - რუსული.
პროგრამის მიზანია - მოამზადოს ტრანსპორტის სფეროს ფართო თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი სპეციალისტი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების (საავტომობილო, სარკინიგზო) ხარვეზების დიაგნოსტიკის პროცესში მონაწილეობისათვის;
შესძინოს კურსდამთავრებულს სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების შენარჩუნების, რემონტისა და მომსახურების სამუშაოების, დადგენილი პროცედურებისა და მითითებების შესაბამისად, წარმართვის უნარები შრომის, მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების პრინციპების გათვალისწინებით;
ქვეყანაში ტრანსპორტის პრიორიტეტულობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეუქმნას კურსდამთავრებულს მყარი საფუძველი სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის.
არქიტექტურა -აკრედიტებული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - არქიტექტურის ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
სწავლის საფასური- 5 500 ლარი
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
სწავლების ენა - რუსული
პროგრამის მიზანია არქიტექტურის საფუძვლების, მისი არსის, განვითარების კანონზომიერებების, დაპროექტების ძირითადი პრინციპების და მეთოდების მცოდნე შემოქმედებითი და სივრცული აზროვნების მქონე სპეციალისტის მომზადება, რომელსაც შეეძლება დამოუკიდებელი პრაქტიკული საქმიანობის უფლების მქონე პირის ხელმძღვანელობით და მითითებებით არქიტექტურული პრაქტიკული საქმიანობა.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - ფიზიკა, მათემატიკა.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
საერთაშორისო ურთიერთობები -აკრედიტებული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
სწავლის საფასური - 5 500 ლარი
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
სწავლების ენა - რუსული
პროგრამის მიზანს შეადგენს: მოამზადოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი, რომელიც ორიენტირებული იქნება მაღალკვალიფიციურ ჰუმანურ და დემოკტატიულ ფასეულობებზე კონკრეტულ მიმართულებებში – მსოფლიო პოლიტიკა, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოება, საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა, მისი როლი ახალ მოდელში, ასევე შეასწავლოს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ტენდენციები და მსოფლიოში მიმდინარე ინტეგრაციული და დემოკრატიული პროცესები.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ისტორია ან სამოქალაქო განათლება.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
ინფორმატიკა -აკრედიტებული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ინფორმატიკის ბაკალავრი.
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
სწავლის საფასური - 5 500 ლარი
პროგრამის სტატუსი -აკრედიტებული.
სასწავლო პროგრამის მიზანია მისცეს ბაკალავრს ზოგადი ცოდნა ინფორმაციული სისტემებისა და ტექნოლოგიების, პროგრამული ინჟინერიის სფეროში ძირითადი საკითხების შესახებ. კერძოდ, მომზადდება სპეციალისტი, რომელსაც ექნება თანამედროვე დონის სისტემური, მეთოდოლოგიური, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური, ინფორმაციულ-ანალიტიკური ცოდნა, რაც საშუალებას მისცემს წარმატებით განახორციელოს სხვადასხვა პროფილის ინფორმაციული სისტემებისა და ტექნოლოგიების დაპროექტება, ორგანიზება გაუწიოს ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ სამსახურს, განავითაროს ფირმის, საწარმოს, ორგანიზაციის ინფორმაციული რესურსები.
სწავლების ენა - რუსული.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა ან ფიზიკა.
უცხო ენა - გერმანული, ინგლისურ, ფრანგული, რუსული.
ბიზნესის ადმინისტრირება -აკრედიტებული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
სწავლის საფასური - 5 500 ლარი
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
სწავლების ენა - რუსული
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური და დემოკრატიულ-ჰუმანურ ფასეულობებზე ორიენტირებული, ბიზნესის ადმინისტრი-რების სფეროს ბაკალავრების მომზადება, რომელთაც ექნებათ შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული უნარები რთულ სისტემაში არსებული ამოცანების შესრულება.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა ან ისტორია.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
ჟურნალისტიკა -არააკრედიტებული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი ჟურნალისტიკაში
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
სწავლის საფასური - 5 500 ლარი
პროგრამის სტატუსი - არააკრედიტებული.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: მათემატიკა, სამოქალაქო განათლება, ისტორია, ლიტერატურა, გეოგრაფია.
უცხო ენა: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული.
სწავლების ენა - რუსული
პროგრამის მიზანია - მედიაკულტურის მქონე პრაქტიკოსი სპეციალისტის მომზადება; მედიაკულტურის ელემენტებისა და ღირებულებების სწავლება სოციალურ სივრცეში, საზოგადოების ნორმატიული ორიენტირების მხარდაჭერისა და ტრანსლირების, მმართველობითი გადაწყვეტილებების კონტროლისა და სოციალურ ურთიერთობათა დარეგულირების პროცესებში მონაწილეობისათვის;
თანამედროვე პროფესიული სტანდარტებით ინფორმაციის წარმოების, გავრცელების, მედია მონიტორინგის საერთაშორისო მეთოდებისა და ტექნოლოგიების სწავლება.
სამოქალაქო ინჟინერია -აკრედიტებული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მეცნიერების ბაკალავრი სამოქალაქო ინჟინერიაში.
მიმართულება - საინჟინრო
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
სწავლის საფასური - 12 500 ლარი
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: მათემატიკა/ფიზიკა
უცხო ენა: ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული.
სწავლების ენა - ინგლისური
პროგრამის მიზანია - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის ფუნდამენტური თეზისების გამოყენებით, შეასწავლოს კურსდამთავრებულებს სამოქალაქო ინჟინერიის პროექტების მართვის, დარგში საინჟინრო პრობლემების იდენტიფიცირების და გადაჭრის თანამედროვე მიდგომები, უახლესი ტექნიკური საშუალებები და ტექნოლოგიები.
სამოქალაქო ინჟინერიის ფუნდამენტური მეცნიერული საკითხების გააზრებით, აღზარდოს პრაქტიკოსი და ინოვატორი ინჟინრები, რომლებიც სათანადო თეორიული ცოდნის და პროფესიული კომპეტენტურობების გამოყენებით შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ სამოქალაქო ინჟინერიის სფეროს სოციალური, ტექნიკური და ბიზნეს გამოწვევების დაძლევაში.
შეუქმნას კურსდამთავრებულებს სამოქალაქო ინჟინერიის სფეროში სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის მყარი საფუძველი.
მექანიკის ინჟინერია - აკრედიტებული
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მექანიკის ინჟინერიის ბაკალავრი
მიმართულება - საინჟინრო
სწავლის საფასური - 12 500 ლარი
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი: მათემატიკა, ფიზიკა, ინგლისური.
უცხო ენა: ინგლისური
სწავლების ენა - ინგლისური
პროგრამის მიზანია - საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი თეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარით აღჭურვილი ინჟინერიის ბაკალავრი მექანიკის ინჟინერიაში, რომელსაც ეცოდინება:
მექანიკის ინჟინერიის და თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიების ფუნდამენტური პრინციპები და თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფად განვითარებად გარემოში მათი გამოყენება;
წარმოების სხვადასხვა დარგის ფუნქციონალური დანიშნულების მანქანა-დანადგარების და მანქანათა სისტემების აგების პრინციპები და მეთოდოლოგიური მიდგომები;
პროდუქციის წარმოებისა და მომსახურებისთვის განკუთვნილი მანქანა-დანადგარების ასევე, ცალკეული ნაკეთობებისა და მოწყობილობების დაპროექტება, წარმოება, დიაგნოსტიკა და ტექნიკური მომსახურება.
ბიოსამედიცინო ინჟინერია - ABET აკრედიტებული
სწავლის საფასური - 12 500 ლარი
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მეცნიერების ბაკალავრი ბიოსამედიცინო ინჟინერიაში.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული
პროგრამის მიზანია სპეციალისტების მომზადება ბიოსამედიცინო ინჟინერიის, სამედიცინო ხელსაწყოთმშენებლობისა და ჯანდაცვის საინფორმაციო
ტექნოლოგიების დარგში.
სწავლების ენა - ინგლისური.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ფიზიკა ან ბიოლოგია.
უცხო ენა - ინგლისური
კომპიუტერული მეცნიერება - აკრედიტებული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - კომპიუტერული მეცნიერების ბაკალვრი.
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
სწავლის საფასური - 12 500 ლარი
სწავლების ენა - ინგლისური
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული
პროგრამის მიზანი - ბაკალავრს მისცეს ცოდნა კომპიუტერული მეცნიერების, კერძოდ, მისი თანამედროვე და პერსპექტიული მიმართულების, დიდი მონაცემების სისტემების ძირითადი პრობლემების შესახებ. ეს იქნება სისტემატური, მეთოდოლოგიური, ინფორმაციულ–ტექნოლოგიური და ინფორმაციულ–ანალიტიკური ცოდნა თანამედროვე დონეზე, რაც ბაკალავრს მისცეს საშუალებას წარმატებით განახორციელოს დიდ მონაცემთა სისტემების მომხმარებლების მომსახურეობა არსებული საშუალებების ექსპლუატაცის, რეალიზაციისა და რეგულირების საქმეში. მას აგრეთვე შეეძლება მონაწილეობა მიიღოს კომპიუტერული მეცნიერების ობიექტების პროგრამული უზრუნველყოფის დაპროექტებაში, ინტეგრაციაში და დანერგვაში, მათ შორის სისტემების მონაცემთა ბაზებით, მონაცემთა დამუშავებით, სპეციალური პროგრამული საშუალებებით და კომპიუტერული ქსელებით უზრუნველყოფაში, ამ საკითხების ექსპერტების უშუალო ხელმძღვანელობით.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა ან ფიზიკა
უცხო ენა - ინგლისური
დიზაინი - აკრედიტებული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ხელოვნების ბაკალავრი დიზაინში
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი
სწავლის საფასური - 12 500 ლარი
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული
სწავლების ენა - ინგლისური
პროგრამა სტუდენტებს აძლევს ღრმა ცოდნას დიზაინთან დაკავშირებული სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კონტექსტების შესახებ.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ისტორია ან ხელოვნება
უცხო ენა: ინგლისური.