მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მშენებლობის ინჟინერიის დოქტორი
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 55 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლის საფასური- 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
პროგრამის მიზანია:
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მშენებლობის ინჟინერიის სფეროს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნით და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით მოამზადოს, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი, კვლევის დაგეგმვის და განხორციელების უნარის მქონე, სამშენებლო ინდუსტრიის სფეროში კვლევის სტრატეგიულ მიმართულებებზე ორიენტირებული მკვლევარები.
მიზანი 1: შესძინოს კურსდამთავრებულებს მშენებლობის ინჟინერიის სფეროს, საჯარო (საზოგადოებრივი), კომერციული, ინდუსტრიული და საცხოვრებელი სტრუქტურების (ასევე მათი აღჭურვის) მონტაჟის, აგებისა და მათი შენარჩუნების ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავების, კვლევის და გამოყენების უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა.
მიზანი 2: შესძინოს კურსდამთავრებულებს აკადემიური/პედაგოგიური საქმიანობის, აგრეთვე სამშენებლო ინჟინერიის სფეროში ინოვაციური კვლევის განხორციელების უნარი, ჩამოუყალიბოს სფეროს მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ხედვა და განუვითაროს შესაბამისი უნარები აკადემიურ და სფეროს მკვლევართა საზოგადოებაში თავისუფლად ინტეგრაციისათვის.
მიზანი 3: შესძინოს კურსდამთავრებულებს მშენებლობის ინჟინერიის დარგის წინაშე მდგარი გლობალური სოციალური, ეკოლოგიური და/ან ეკონომიკური გამოწვევების ანალიზის, შეფასების, გადაწყვეტის უნარი ხელმძღვანელობითი, აკადემიური და პროფესიული კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი შეადგენს 45 კრედიტს, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
პროგრამის მიზანია:
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - გარემოს ინჟინერიის დოქტორი
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლის საფასური- 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს წყლის რესურსების ინჟინერიაში წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენების და მართვის, ინოვაციური კვლევის განხორციელების უნარის მქონე, სფეროს მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ხედვის და აკადემიური საქმიანობის მქონე სპეციალისტი, რომელიც სფეროს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნით შეძლებს ინოვაციური გარემოსდაცვითი მეთოდების დანერგვას.