გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024/2025 სასწავლო წელს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულ პლატფორმაზე - register.gtu.ge, 2024 წლის 30 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით;
სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად, გამოცდა უცხო ენაში ჩატარდება 2024 წლის 6 სექტემბრის 10:00 საათიდან, სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (კომპიუტერული ცენტრი -1, მე-6 სართული, კომპიუტერული ცენტრი - 2, პირველი სართული; კოსტავას ქ. N68);
უცხო ენაში გამოცდის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 7 სექტემბერს. საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება 2024 წლის 6 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, 14:00 საათამდე (კვირა დღის გარდა), გამოცდის ჩატარების ადგილზე. საბოლოო შედეგები, აპელაციის გათვალისწინებით, გამოქვეყნდება 9 სექტემბერს, სტუ-ის ვებგვერდზე;
სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად, გასაუბრება უცხო ენაში ჩატარდება 2024 წლის 6 სექტემბრის 11:00 საათიდან, სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, კოსტავას ქ.N77 (ცენტრალურ ბიბლიოთეკაში). შედეგები გამოქვეყნდება სტუ-ის ვებგვერდზე 2024 წლის 7 სექტემბერს;
გასაუბრებები საფაკულტეტო დროებით მიმღებ კომისიებთან ენერგეტიკის და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტებზე ჩატარდება 2024 წლის 9 სექტემბერს, 10:00 საათიდან.
ყველა დანარჩენ ფაკულტეტზე 2024 წლის 10 სექტემბერს, 10:00 საათიდან.
გასაუბრების შედეგები (საფაკულტეტო დროებითი კომისიის სხდომის ოქმის ამონაწერი - ჩასარიცხ აპლიკანტთა სია, გამოქვეყნდება სტუ-ის ვებგვერდზე, 2024 წლის 11 სექტემბერს.
საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება 2024 წლის 11 სექტემბრიდან 13 სექტემბრის 14:00 საათამდე.
საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (2024 წლის 13 სექტემბერიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, კვირა დღის გარდა) აპლიკანტი ვალდებულია უნივერსიტეტთან გააფორმოს აკადემიური (სასწავლო) და ადმინისტრაციული (საფინანსო) ხელშეკრულებები.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.