გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2024/2025 სასწავლო წელს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის ვაკანტურ ადგილებზე დამატებითი რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულ პლატფორმაზე - register.gtu.ge, 2024 წლის 19 სექტემბრიდან 20 სექტემბრის 18:00 საათამდე;
სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის 4 ნაწილიდან, რომელიმე სამში მაინც აქვს გადალახული მინიმალური ზღვარი;
გამოცდა უცხო ენაში ჩატარდება 2024 წლის 21 სექტემბერს, 10:00 საათზე, სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (კომპიუტერული ცენტრი - 2, პირველი სართული) კოსტავას ქ. N68: შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 21 სექტემბერს.
სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად გასაუბრება უცხო ენაში ჩატარდება 2024 წლის 21 სექტემბერს, 10:00 საათზე, სტუ-ის I კორპუსში, კოსტავას ქ. N68 მე-5 სართული ოთახი N508, (ბიბლიოთეკაში); შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 21 სექტემბერს.
სასპეციალიზაციო გამოცდები ჩატარდება 2024 წლის 21 სექტემბერს, 12:00 საათზე, სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (კომპიუტერული ცენტრი - 2, პირველი სართული), კოსტავას ქ. N68: პირველადი შედეგები გამოცხადდება 2024 წლის 21 სექტემბერს, რომელიც იმავე დღესვე განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება გამოცდების ჩატარების ადგილზე, 21 სექტემბრიდან-23 სექტემბრის 12:00 საათამდე. საბოლოო შედეგები (აპელაციის გათვალისწინებით) გამოქვეყნდება იმავე დღეს, უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
საერთო სამაგისტრო გამოცდის თითოეული ნაწილისა და სასპეციალიზაციო გამოცდის შედეგების საფუძველზე (საკონკურსო ქულა), კოეფიციენტებით რანჟირების საფაკულტეტო დოკუმენტები (ჩასარიცხ აპლიკანტთა სიები) განთავსდება 2024 წლის 24 სექტემბერს, უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
სტუ-ის ფაკულტეტების დეკანატებში მაგისტრანტობის კანდიდატებმა სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ 2024 წლის 24 სექტემბრიდან -25 სექტემბრის ჩათვლით.
სტუ-ის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე 2024/2025 სასწავლო წლისათვის:
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.