14 ივნისს, 15:00 საათზე, სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გაიმართება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა №01-06-02/06.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრის - ვასილ ღლიღვაშვილის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ - მომხსენებელი სტუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) სპიკერი, პროფესორი ზაზა სოფრომაძე;
2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერი) 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის შესახებ – მომხსენებელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი;
3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამოხსენება ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ 2023 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიშის შესახებ – მომხსენებელი შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, პროფესორი თამაზ ურთმელიძე;
4. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შესრულებული ნაშრომის პლაგიატის არსებობაზე შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ – მომხსენებელი სტუ-ის რექტორის მოადგილე, პროფესორი თამარ ლომინაძე;
5. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის შესახებ – მომხსენებელი სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფ. კარლო კოპალიანი;
6. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2024 წლის ნაერთ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ - მომხსენებელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კარლო კოპალიანი;
7. სტუ-ის საკუთრებაში არსებული ფართის სსიპ ანტიკორუფციული ბიუროსათვის სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ - მომხსენებელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კარლო კოპალიანი;
8. სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის, რუსულენოვან საბაკალავრო პროგრამიდან - „მშენებლობა“, ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - „სამოქალაქო ინჟინერია“, გადასვლის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, სწავლის საფასურის შენარჩუნების შესახებ - მომხსენებელი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი კარლო კოპალიანი;
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.