საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბილიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე პროფესორი ვაჟა პაპასკირი აირჩიეს.
ვაჟა პაპასკირი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, ხმათა სრული უმრავლესობით აირჩია.
სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბილიოთეკის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების დანიშვნის შესახებ აკადემიურმა საბჭომ მიმდინარე წლის 18 იანვარს გამოსცდა დადგენილება, რომლის თანახმადაც არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა 2024 წლის 2 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით პერიოდი. არჩევნების დღედ კი - 16 თებერვალი. ვაკანსიაზე განაცხადი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მოქმედმა დირექტორმა, პროფესორმა ვაჟა პაპასკირმა წარადგინა, რომლის სამოქმედო გეგმას, აკადემიური საბჭო 14 თებერვალს გაეცნო.