სტუ-ში ისტორიულ და კულტურის ძეგლებზე მოქმედ ეკოლოგიურ ფაქტორებზე სემინარი ჩატარდება

სტუ-ში ისტორიულ და კულტურის ძეგლებზე მოქმედ ეკოლოგიურ ფაქტორებზე სემინარი ჩატარდება

 

სტუ-ში ისტორიულ და კულტურის ძეგლებზე მოქმედ ეკოლოგიურ ფაქტორებზე სემინარი ჩატარდება

10-11-2023
სტუ-ში ისტორიულ და კულტურის ძეგლებზე მოქმედ ეკოლოგიურ ფაქტორებზე სემინარი ჩატარდება


2023 წლის 14 ნოემბერს, 14.00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე, ჩატარდება სემინარი თემაზე - „ისტორიულ და კულტურის ძეგლებზე მოქმედი ეკოლოგიური ფაქტორები და მათი აღმოფხვრის შესაძლებლობები“.

სემინარზე მოხსენებით წარსდგება ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი გოგი წინწკალაძე.

სემინარს გაუძღვება სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი რეზო კლდიაშვილი.

მისამართი: კოსტავას ქუჩა 69, სტუ-ის მე-2 სასწავლო კორპუსი, აუდიტორია #205.

სიახლეებში დაბრუნება