სიახლეები და მოვლენები
სტუ-ის სტუდენტები ნეოსოციალური ქსელის წარმომადგენლებს შეხვდნენ

სტუ-ის სტუდენტები ნეოსოციალური ქსელის წარმომადგენლებს შეხვდნენ

 

სტუ-ის სტუდენტები ნეოსოციალური ქსელის წარმომადგენლებს შეხვდნენ

08-12-2023
სტუ-ის სტუდენტები ნეოსოციალური ქსელის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, სტუ-ის  სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით,   საქართველოში პირველი ნეოსოციალური ქსელის Sfero-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსის თქმით, უნივერსიტეტს აქვს ჯანსაღი ამბიცია, გარდა სწავლება-სწავლის პროცესისა და ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნვისა, ხელი შეუწყოს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების პროცესს. როგორც ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აღნიშნავს, უნივერსიტეტი არის ხიდი სტუდენტებსა და დამსაქმებელ კომპანიებს შორის.

„ნეოსოციალური ქსელი Sfero 500-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს. კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს აუხსნეს როგორ უნდა დარეგისტრირდნენ საიტზე და მოიძიონ სასურველი ვაკანსია. კომპანია, გარდა ამისა, თავად ზრუნავს სტუდენტების დასაქმებაზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სტუდენტებში, მათთვის მიწოდებულმა ინფორმაციამ, დიდი ინტერესი გამოიწვია. იყო კითხვები, რაზედაც ამომწურავი პასუხები მოვისმინეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, უნივერსიტეტის უმთავრესი საზრუნავი სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული ზრდა და მათი ღირსეულად დასაქმებაა. რაც მთავარია, საუნივერსიტეტო სივრცეში კარიერული განვითარების ქმედითი პლატფორმის არსებობა ყველა ახალგაზრდას განვითარების თანაბარ შესაძლებლობას უქმნის და ამის დასტური ჩვენი საუნივერსიტეტო დასაქმების ფორუმია, რომელიც უკვე ორჯერ გაიმართა და  სტუდენტები დასაქმდნენ“, - აცხადებს ნატო ქათამაძე.

როგორც ნეოსოციალური ქსელის წარმომადგნელბემა განაცხადეს, Sfero-ს ფუნქციონალი განსხვავებულია, ბაზარზე არსებული სხვა გადაწყვეტებისაგან. Sfero-მ სამი მიმართულება გააერთიანა: ინფორმაციის გამოქვეყნება, კომუნიკაცია და მენეჯმენტი. „ასეთი მიდგომა ბევრად მოსახერხებელია, რომელიც ამცირებს პროცესების ხარჯებს და აჩქარებს ინფორმაციის საბოლოო დანიშნულებამდე მისვლის დროს. სწორედ ეს ფაქტორები იძლევა შესაძლებლობას, Sfero-მ პროფესიონალებს შესთავაზოს ყველაზე მრავალფუნქციური და მოქნილი ინსტრუმენტი ყველაზე დაბალ ფასად, რაც მის კონკურენტუნარიანობას ზრდის როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზარზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე წარმოებული ყველა პროცესი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით იმართება, შესაბამისად პლატფორმის მომსახურებას არ სჭირდება ადამიანის ჩარევა. ეს ფაქტორი ასევე ძალიან სწრაფად მასშტაბირების საშუალებას იძლევა, ვინაიდან რაც უფრო დიდი იქნება საიტის მომხმარებლების პოპულაცია, მით მეტად გაუადვილდება ხელოვნურ ინტელექტს საიტის მართვა, რადგან სტატისტიკური ანალიზი ხელოვნური ინტელექტის კვების წყაროს წარმოადგენს", - განაცხადეს ნეოსოციალური ქსელის წარმომადგენლებმა.

 

სიახლეებში დაბრუნება