მეცნიერ-მკვლევარს, პროფესორ ლევან იმნაიშვილს 70 წელი შეუსრულდა

მეცნიერ-მკვლევარს, პროფესორ ლევან იმნაიშვილს 70 წელი შეუსრულდა

 

მეცნიერ-მკვლევარს, პროფესორ ლევან იმნაიშვილს 70 წელი შეუსრულდა

03-03-2024
მეცნიერ-მკვლევარს, პროფესორ ლევან იმნაიშვილს 70 წელი შეუსრულდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის მეცნიერ-მკვლევარს, ინჟინერსა და პედაგოგს, ტექნიკის დარგში საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს, სტუ-ის ოქროს მედლის მფლობელს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრს, პროფესორ ლევან იმნაიშვილს 70 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის კანცლერის, პროფესორ კარლო კოპალიანის, მეცნიერების დარგში ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ხათუნა ჟვანიას, ფაკულტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების, თანამშრომლებისა და სტუდენტების სახელით, ცნობილ მეცნიერს, ღრმა ერუდიციითა და პიროვნული თვისებებით გამორჩეულ მკვლევარსა და შესანიშნავ პედაგოგს, ლევან იმნაიშვილს, 70 წლის იუბილეს ულოცავს.


„ჩვენი უნივერსიტეტის მაღალი რანგის მეცნიერ-მკვლევარს, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტისპროფესორს, ლევან იმნაიშვილს - გამორჩეულს სამეცნიერო ნაშრომებითა და გამოგონებებით, საუკეთესო პიროვნული თვისებებით დაჯილდოებულ კოლეგასა და მეგობარს, შესანიშნავ პედაგოგს, რომელიც საქართველოს პროფესიონალთა თაობებს უზრდის - 70 წელი შეუსრულდა.

პროფესორი ლევან იმნაიშვილი და მისი კვლევითი ჯგუფი, ცოდნის სამკუთხედის - „განათლება-კვლევა-ინოვაციები“ - პრინციპებზე დაყრდნობით, მუშაობენ ისეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო თემებზე, როგორიცაა: ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები მასშტაბურ სისტემებში, SCADA და IoT სისტემების არქიტექტურა და ეფექტურობის ამაღლება, მრავალფუნქციურობის პრინციპების გამოყენების თეორიული და პრაქტიკული საკითხები, მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნესპროცესების ავტომატიზაციის ინოვაციური ტექნოლოგიები, ინტერფესი -  „ადამიანი–კომპიუტერი“ და მისი ეფექტურობის ამაღლება, დისტანციური საინჟინრო სწავლების ტექნოლოგიები და სხვა.

პროფესორი ლევან იმნაიშვილი ყოველთვის დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით მუშაობს მეცნიერებით დაინტერესებულ სტუდენტებთან, მუდმივად უღვივებს მათ შემეცნებისა და ახლის ქმნადობის სურვილს, მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების ფანტაზია და კრეატიულობა ამოუწურავია,რადგან ჯერ კიდევ არ არის „დამძიმებული“ ცოდნითა და ამოცანის გადაწყვეტის სტერეოტიპებით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავთ ბატონ ლევან იმნაიშვილს 70 წლის იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და არაერთ წარმატებასსამეცნიერო-აკადემიურ კარიერაში“.

სიახლეებში დაბრუნება