მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ეკონომიკის დოქტორი.
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ეკონომიკური მეცნიერების თანამედროვე მიღწევების შესწავლა და შემდგომი განვითარება; შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო პრაქტიკასა და დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული ცოდნით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მომზადება, რომლებსაც შეეძლებათ ინოვაციური კვლევის ჩატარება, ორიგინალური იდეების შემუშავება და პრაქტიკული საქმიანობა.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - არქეოლოგიის დოქტორი.
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
პროგრამის მიზანია პროფესიონალი სპეციალისტის მომზადება ძველ ცივილიზაციათა შემსწავლელ არქეოლოგიურ პროექტებში მონაწილეობისა და გადაწყვეტისათვის სფეროში არსებული იმ ურთულესი პრობლემებისა, რომლებიც დაკავშირებულია კულტურების ურთიერთმიმართების, ქრონოლოგია-პერიოდიზაციის, ინფილტრაცია-მიგრაციის, გავრცელების არეალების, ეთნოგენეზის, უძრავი და მოძრავი ძეგლების კუთვნილების, ასევე არქეოლოგიური არტეფაქტების ეთნიკური, სოციალური და ტექნიკური ატრიბუციის თუ კონსერვაციის საკითხებთან.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სოციალური მეცნიერებების დოქტორი.
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 30 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
სადოქტორო პროგრამა ითვალისწინებს თანამედროვე სოციალურ-მეცნიერული სტრატეგიების კონკრეტიზაციას ექსისტენცის ინტენციალობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სოციოკულტურულ და საგანმანათლებლო მოდუსში. კერძოდ, სწავლებას და კვლევას ინტერდისციპლინური მიმართულებით.
მისანიჭებელი კვალიფიკცია - თეოლოგიის დოქტორი.
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 50 კრედიტისა, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სამეცნიერო კვლევების შესრულების უნარების მქონე დოქტორის მომზადება თეოლოგიის - საქართველოს ეკლესიის ისტორიის დარგში, რომელიც არსებული ცოდნის გაფართოებისა თუ ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა საქართველოს ეკლესიის ისტორიის წყაროებისა და წმინდა მამათა მსოფლმხედველობის მეცნიერული გააზრებით.