ქართულენოვანი პროგრამები

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ეკონომიკის დოქტორი.

პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.

სწავლების ენა - ქართული.

სწავლების საფასური - 4000 ლარი.

პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ეკონომიკური მეცნიერების თანამედროვე მიღწევების შესწავლა და შემდგომი განვითარება; შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო პრაქტიკასა და დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული  ცოდნით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მომზადება, რომლებსაც შეეძლებათ ინოვაციური კვლევის ჩატარება, ორიგინალური იდეების შემუშავება და  პრაქტიკული საქმიანობა.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - არქეოლოგიის დოქტორი.

პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.

სწავლების ენა - ქართული.

სწავლების საფასური - 4000ლარი. 

პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.

 პროგრამის მიზანია პროფესიონალი სპეციალისტის მომზადება  ძველ ცივილიზაციათა შემსწავლელ არქეოლოგიურ  პროექტებში მონაწილეობისა და გადაწყვეტისათვის სფეროში არსებული იმ ურთულესი პრობლემებისა, რომლებიც დაკავშირებულია კულტურების ურთიერთმიმართების, ქრონოლოგია-პერიოდიზაციის, ინფილტრაცია-მიგრაციის, გავრცელების არეალების, ეთნოგენეზის, უძრავი და მოძრავი ძეგლების კუთვნილების, ასევე არქეოლოგიური არტეფაქტების ეთნიკური,  სოციალური და ტექნიკური  ატრიბუციის თუ  კონსერვაციის საკითხებთან.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სოციალური მეცნიერებების დოქტორი.

პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 30 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.

სწავლების ენა - ქართული.

სწავლების საფასური - 4000 ლარი

პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.

სადოქტორო პროგრამა ითვალისწინებს თანამედროვე სოციალურ-მეცნიერული სტრატეგიების კონკრეტიზაციას ექსისტენცის ინტენციალობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სოციოკულტურულ და საგანმანათლებლო მოდუსში. კერძოდ, სწავლებას და კვლევას ინტერდისციპლინური მიმართულებით.

მისანიჭებელი კვალიფიკცია - თეოლოგიის დოქტორი.

პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 50 კრედიტისა, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.

სწავლების ენა - ქართული.

სწავლების საფასური - 4000 ლარი.

პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სამეცნიერო კვლევების შესრულების უნარების მქონე დოქტორის მომზადება თეოლოგიის - საქართველოს ეკლესიის ისტორიის დარგში, რომელიც არსებული ცოდნის გაფართოებისა თუ ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა საქართველოს ეკლესიის ისტორიის წყაროებისა და წმინდა მამათა მსოფლმხედველობის მეცნიერული გააზრებით.

The website is in test mode

Close

To view the old website click here