ფასიანი პროგრმა
სწავლის საფასური - 2250 ლარი.
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საზოგადოებასთან ურთიერთობის ბაკალავრი
პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტისათვის საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხების შესწავლას და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. სტუდენტი ეუფლება სპეცილისტისთვის აუცილებელ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, იძენს PR პრაქტიკაში არსებული პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარს.
სწავლების ენა - ქართული.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა ან ისტორია.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული.
ფასიანი პროგრმა
სწავლის საფასური - 2250 ლარი.
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ევროპისმცოდნეობის ბაკალავრი
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს: ცოდნა ევროპის წამყვანი ქვეყნების ისტორიის, იდეების, კულტურის, ეკონომიკის, სამართლის, ინსტუტუციური, მმართველობის სისტემის, სოციალური პროცესებისა და სხვა სფეროების შესახებ მსოფლიო-ისტორიული პროცესების კონტექსტში. ფართო თეორიული ცოდნა ევროპის ქვეყნების ინტეგრაციის იდეებზე, კონცეფციებზე, პროცესებზე, რეგიონულ და ადგილობრივ მიდგომებზე; კომპლექსური ცოდნა და სპეციალური მომზადება ევროპის წამყვანი ქვეყნების საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, სამართლებრივ სისტემებსა და პროცედურებზე, მათი თეორიული საფუძვლების განვითარებაზე, ეროვნული და ურთიერთანამშრომლობის პოლიტიკაზე, ევროკავშირის განვითარებისა და ინტეგრაციის კომპლექსურ პროცესებზე, ევროპული იდენტობისა და ევროპული მოქალაქეობის მნიშვნელობაზე, ინსტიტუციებისა და გადაწყვეტილებების შემუშავების პოლიტიკაზე, პოლიტიკური კულტურის თავისებურებებზე, პოლიტიკური პროცესის სპეციფიკაზე. ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშაოს: ევროპის ქვეყნებში მიმდინარე სხვადასხვა ახალი პროცესებისადმი ყურადღების მიდევნების, რელევანტურობის აღქმისა და ცოდნის მუდმივი განახლებისა და სწავლის უნარი. ევროკავშირის ინსტიტუციური პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის, პრობლემების შეფასების, ანალიზის, მსჯელობის, დასაბუთების, ამოცანების გადაწყვეტისათვის აუცილებელი უნარები; პროფესიული ეთიკისა და ევროპული ინტეგრაციის ღირებულებების დასამკვიდრებლად სწრაფვის უნარი; ევროინტეგრაციის სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის კულტურა.
სწავლების ენა - ქართული
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა ან ისტორია.
უცხო ენა - (გერმანული, ფრანგული, ინგლისური, რუსული)
ფასიანი პროგრმა
სწავლის საფასური - 2250 ლარი.
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ეკონომიკის ბაკალავრი
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ინოვაციებზე დამყარებული ეკონომიკის სფეროს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მქონე, სპეციალისტის მომზადება, რომლებიც განსაზღვრული მითითებების შესაბამისად შეძლებენ, მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროცესების შეფასებას.
სწავლების ენა - ქართული
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა
უცხო ენა - გერმანული, ფრანგული, ინგლისური, რუსული.
ფასიანი პროგრმა
სწავლის საფასური - 2250 ლარი.
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - არქეოლოგიის ბაკალავრი
პროგრამის მიზანია მოამზადოს პროფესიული ეთიკის ნორმების მცოდნე პრაქტიკოსი სპეციალისტი, რომელიც შეძლებს ძველი კულტურებისა და ცივილიზაციების შემსწავლელი დარგის თეორიულ, საველე სამუშაოების წარმართვას, არქეოლოგიური მასალის დამუშავებას, კულტურული მემკვიდრეობის მართვას, დაცვას, კონსერვაციას და რესტავრაციას.
ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ისტორია, ლიტერატურა
სწავლების ენა - ქართული
უცხო ენა - გერმანული, ფრანგული, ინგლისური, რუსული.
ფასიანი პროგრმა
სწავლის საფასური - 2250 ლარი.
პროგრამის მოცულობა - 240 კრედიტი.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - მასობრივი კომუნიკაციის ბაკალავრი.
სწავლების ენა - ქართული
პროგრამის მიზანია მასობრივი კომუნიკაციის სფეროს ფართო პროფილის (ბეჭდური, რადიო, ტელე, ონლაინ, ინტერნეტ) სპეციალისტის მომზადება, რომელსაც ექნება ფართო ცოდნა მასობრივი კომუნიკაციის არსის, ძირითადი თავისებურებების, პრინციპების, ღირებულებების, მედიის სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი, პოლიტიკური, კულტურული, სოციალური მნიშვნელობისა და ასპექტების შესახებ.
პროგრამაზე ჩასაბარებელი მე-3 სავალდებულო საგანი - მათემატიკა, ისტორია, ლიტერატურა ან სამოქალაქო განათლება.
უცხო ენა: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, რუსული