საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა კომპლექსური მექანიზმებითა და ინსტრუმენტებით ახდენს დადებით ზეგავლენას უნივერსიტეტის სასწავლო პროცესზე და ამ თვალსაზრისით, თითოეული ღონისძიების ინტერესი ერთიანდება საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების აუცილებელი პირობის დაცვასა და მათი განხორციელების პროცესში შესაძლო საუკეთესო ხარისხის მიღწევის ირგვლივ.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება ეფუძნება აკადემიური თავისუფლების პრინციპს და პროცესი წარიმართება სასწავლო სტრუქტურული ერთეულებიდან ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულების მიმართულებით.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურიდან გამომდინარე, მკაფიოდ არის განსაზღვრული პროგრამის თითოეული შემადგენელის განვითარებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი.
შინაარსისა და ინტერესების დაცვის მიზნით, საუკეთესო შესაძლებლობით გათვალისწინებულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით დაინტერესებული პირების (სტუდენტები, კურსდამთავრებულები, დამსაქმებლები, პროფესიული ასოციაციები, პარტნიორი ორგანიზაციები და ა.შ.) მაქსიმალურ ჩართულობა. პროცესი ითვალისწინებს სხვადასხვა ხარისხისა და სიმძლავრის გარე შეფასებას.
პროფესიული სასწავლო პროცესის ყველა ეტაპის სათანადო ხარისხით განხორციელებას, შინაარსობრივი და ფორმალური თვალსაზრისით, შესაბამის სხდომებზე უშუალო თანამონაწილეობით, კონსულტირებით, ვორკშოპებით, ტრენინგებით, საქმისწარმოებისათვის დადგენილი წესით, აკონტროლებს და უზრუნველყოფს ფაკულტეტის და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურები.