საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა კომპლექსური მექანიზმებითა და ინსტრუმენტებით ახდენს დადებით ზეგავლენას უნივერსიტეტის სასწავლო გარემოზე და ამ თვალსაზრისით, თითოეული ღონისძიების ინტერესი ერთიანდება ადამიანური კაპიტალის და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სხვა რესურსების შესაძლო საუკეთესო ხარისხის მიღწევის ირგვლივ.
უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, სტანდარტული პროცედურებით (გამოკითხვებისა და შეფასებების განხორციელება, რეკომენდაციების შემუშავება, სამეცნიერო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, ინტერნაციონალიზაცია, სამეცნიერო დიალოგები, ტრენინგები, ვორკშოპები და სხვა), მიზანმიმართულად უზრუნველყოფს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური პერსონალის მდგრად განვითარებას, მეცნიერების 32 (ოცდათორმეტი) დარგობრივი მიმართულებით.
უნივერსიტეტის „სტრატეგიის პოლიტიკის დოკუმენტით“ და „გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმით“, გათვალისწინებულია კონკრეტული, სპეციფიური და დროში გაწერილი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება ადამიანური კაპიტალის გაძლიერების თვალსაზრისით.
პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, ადამიანური კაპიტალის გაძლიერების უმნიშვნელოვანეს მხარდამჭერ მექანიზმად, გარდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და უნივერსიტეტის სხვა სტურქტურული ერთეულების მიერ დაორგანიზებული ღონისძიებებისა, განიხილება „მასწავლებელთა და აკადემიური პერსონალის სასწავლო ცენტრი“.
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ითვალისწინებს, ყოველწლიურად, რესურსების კვლევის მექანიზმს, რომლითაც დგინდება აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო რესურსების კმარობის და/ან დანაკლისების თაობაზე კვალიფიციური ინფორმაცია.