ინტერნაციონალიზაცია

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიულ მიმართულებას განიხილავს როგორც ორმხრივი სარგებლიანობის მიმღებ საჭიროებას უნივერსიტეტის განვითარებისათვის. უნივერსიტეტის წარმატებას, ამ თვალსაზრისით, სისტემა აფასებს აკადემიურ, სამეცნიერო, შემოქმედებით და კულტურულ სიკეთეთა საერთაშორისო ურთიერთგაცვლის ხარისხით, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტი წარმოდგენს სიკეთის მიმღებ ბენეფციარს და ამავდროულად დონორს.

სისტემა თანაბარი პრიორიტეტულობით განიხილავს ინტერნაციონალიზაციის ხარისხს, სტუდენტების, პერსონალის (აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, დამხმარე), სტრუქტურული ერთეულების და ინსტიტუციის დონეზე. შესაბამისად, უნივერსიტეტის სტრატეგიის დოკუმენტში, სამოქმედო გეგმებსა და უნივერსიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებული პრიორიტეტული სტატუსით სარგებლობენ საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების, უცხოურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების გამრავალფეროვნების, ერთობლივი ხარისხის და ორდიპლომიანი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება-განხორციელების, გაცვლითი პროგრამების გაფართოების, უცხოელი სტუდენტების მოზიდვის, საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო ღონისძიებების, საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციების, შესაძლებლობების განვითარების საერთაშორისო პროექტების განხორციელების, საუკეთესო უცხოური პრაქტიკებისა და გამოცდილებების გაზიარების და უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარების საკითხები.