მისანიჭებელი კვალიფიკაცია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი აგრონომიაში.
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული
პროგრამის მიზანია: პროგრამის მიზანია მოამზადოს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური კადრი აგრონომიის სპეციალობით, რომელსაც შეეძლება არსებული ცოდნის გაფართოება, აგრეთვე ინოვაციური მეთოდების შემუშავება და გამოყენება. ეცოდინება მცენარეთა, მათ შორის, მინდვრის კულტურების მოვლა–მოყვანის უახლესი ტექნოლოგიები. პროდუქციის წარმოების ენერგოუსაფრთხოებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება; აგრარული კულტურების ასორტიმენტის განახლება; არსებული გენოფონდის დაცვა; პროდუქციის გაუმჯობესების თანამედროვე მეთოდებისა და მინდვრის კულტურებისათვის ადაპტირების, კვების, რწყვისა და სხვა რეჟიმების შემუშავება; მცენარეებში ნივთიერებათა და ენერგიის ცვლის ბიოქიმიური მექანიზმების დადგენა მათი ბიოლოგიური პოტენციალის ამაღლების მიზნით.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი.
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
მეცხოველეობის სადოქტორო პროგრამის მიზანია, დარგის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტექნოლოგიების მცოდნე უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტის, პედაგოგიური საქმიანობის უნარის მქონე მკვლევარის მომზადება. კურსდამთავრებულები ხელს შეუწყობენ მეცხოველეობის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას და ყველა იმ რესურსის გამოყენებას, რომელიც განავითარებს აღნიშნულ დარგს, წარმოების ეფექტური წარმართვის სრულყოფას, აგრარული სფეროს მეცხოველეობის დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებას. სრულყოფენ ტრადიციულ მიდგომებს, ახლებური ხედვით ცხოველთა და ფრინველთა მოშენებას, ახალი საკვები საშუალების შექმნას და ინოვაციური მეთოდების გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონების და სასოფლო ტერიტორიების (სოფლის) მდგრად განვითარებას.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - აგროინჟინერის დოქტორი
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
აგროინჟინერიის სადოქტორო პროგრამის მიზანია აგროინჟინერიის დარგის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედრო ტექნოლოგიების მცოდნე უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტის, პედაგოგისა და მკვლევარის მომზადება, რომელიც შეძლებს მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა და სამეცნიერო-კვლევის შედეგების ფართო გამოყენებით, ეფექტიანი აგროსაინჟინრო გადაწყვეტილებების მიღებას; სასოფლო - სამეურნეო საქმიანობისათვის მელიორაციული ღონისძიებების ეფექტიან გატარებას; მრავალფაქტორიანი ექსპერიმენტების დაგეგმვას, ჩატარებასა და გაანალიზებას. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით: სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა - მოყვანის საკითხების გადაწყვეტას და მოსავლიანობის ამაღლებას; წყლის რესურსების ეფექტიან მართვას; სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროეკოლოგიური მდგრადობის შენარჩუნებას და წყლისმიერი ეროზიული პროცესებისა და ღვარცოფული მოვლენების შეფასებას. ბუნებრივი საფრთხეებისაგან სასოფლო - სამეურნეო სავარგულების დაცვას და მასთან დაკავშირებით საჭირო პრობლემატური საკითხების კვლევას და მეცნიერულად შეფასებას; გასაატარებელი ღონისძიებების დასაბუთებას და პრაქტიკაში დანერგვას. დოქტორანტურის კურსდამთავრებული ორიენტირებულია შრომითი რესურსების ბაზარზე, კონკურენტუნარიანია და აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სატყეო საქმის დოქტორი
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
სატყეო საქმის სადოქტორო პროგრამის მიზანია სატყეო დარგის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინოვაციური მეთოდების გამოყენების უნარის მქონე, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო მოთხოვნების შესატყვისი უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებისა და მკვლევარების მომზადება. შეუქმნას კურსდამთავრებულებს მყარი, უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, რათა მიღებული განათლებით წვლილი შეიტანონ სატყეო სფეროს ეფექტურ მუშაობაში. კურსდამთავრებულები შეძლებენ: თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული მეთოდოლოგიის გამოყენებით მიიღონ ეფექტური გადაწყვეტილებები სატყეო სფეროში შექმნილი პრობლემების გადასაჭრელად, სატყეო მეურნეობის მართვას, საქართველოს ტყეებში ეფექტური ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელებას და მის სრულყოფას. სატყეო სფეროს მდგრად მართვასა და განვითარებას.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორი.
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
დოქტორანტურის პროგრამის მიზანია სტუდენტმა მიიღოს სასურსათო ტექნოლოგიების სფეროში ღრმა და სისტემური ცოდნა, რომლის გამოყენებით მას შეეძლება აითვისოს ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიები სურსათის წარმოებაში, დამოუკიდებლად დაგეგმოს და ჩაატაროს სამეცნიერო კვლევები, გადაჭრას საწარმოში პროდუქციის ხარისხთან წარმოშობილი ტექნოლოგიური პრობლემები, უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება, განსაზღვროს სურსათის წარმოების რისკები, შეაფასოს კვების პროდუქტების ხარისხი და უვნებლობა.
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - ეკონომიკის დოქტორი.
პროგრამის მოცულობა - სასწავლო კომპონენტი არანაკლებ 60 კრედიტი, სწავლის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 წელი.
სწავლების ენა - ქართული.
სწავლების საფასური - 4000 ლარი.
პროგრამის სტატუსი - აკრედიტებული.
აგრარული ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის მიზანია აგრარული ეკონომიკის დარგის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინოვაციური მეთოდების გამოყენების უნარის მქონე, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, საერთაშორისო მოთხოვნების შესატყვისი, მაღალტექნოლოგიური აგრარული მეურნეობის ფორმირებისა და განვითარებისათვის უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების, პედაგოგებისა და მკვლევარების მომზადება, რომლებიც შეძლებენ: თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული მეთოდოლოგიის გამოყენებით მიიღონ ეფექტიანი ეკონომიკურ-ეკოლოგიური გადაწყვეტილებები აგრარული წარმოების ზრდისა და აგრომეწარმეობაში შექმნილი პრობლემების სფეროში, ოპტიმალური აგროეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი სასოფლო-სამეურნეო წარმოების დარგობრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რეგიონების და სასოფლო ტერიტორიების მდგრად განვითარებასა და მიწის რესურსების რაციონალურ მართვას.