კვალიფიკაცია: სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციის მაგისტრი
მიმართულება: აგრარული
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ქართული.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, სისტემური და სიღრმისეული ცოდნის მქონე მაღალი კვალიფიკაციის და კონკურენტუნარიანი მაგისტრის მომზადება, რომელიც უზრუნველყოფს: სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გაზრდის და ბუნებრივი რესურსების ეფექტურად გამოყენების მიზნით, მორწყვის შესაბამისი მეთოდების შერჩევას და თანამედროვე ირიგაციული სისტემების დაპროექტებას; დაჭაობებული და დეგრადირებული მიწის მასივების ათვისებას და ნაყოფიერების გაზრდას სადრენაჟე ან დამშრომ-გამატენიანებელი სისტემების და აგრომელიორაციული ღონისძიებების კომპლექსურად გამოყენებით; წყალსამეურნეო ობიექტების მდგრადობის შეფასებას და დაცვას წყლისმიერი ეროზიული პროცესებიგან; სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორატორის არაპრგნოზირებად და მულტიდისციპლინურ სამუშაო გარემოში ადაპტირებას და მართვას; საკუთარი არგუმენტირებული სამეცნიერო კვლევებით განტკიცებული დასკვნების ჩამოყალიბებას და განზოგადებას პროფესიული პასუხისმგებლობის და აკდემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით. შეუქმნას კურსდამთავრებულებს სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების მყარი საფუძველი, რათა მიღებული განათლებით წვლილი შეიტანონ სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციის დარგის გამართულ მუშაობაში.
კვალიფიკაცია: აგრარულ მეცნიერებათა მაგისტრი
მიმართულება: აგრარული
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ქართული
პროგრამა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი აგრარული განათლების მიღებას, სწავლების და თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვას.კურსდამთავრებულს შეასწავლოსსასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოვლა-მოყვანის, მოსავლის მიღების, შენახვის და გადამუშავებისმეთოდები. მოწინავე ქვეყნების თანამედროვე აგროტექნოლოგიური გამოცდილების საფუძველზე შეძლებენ: ნიადაგის დამუშავების სისტემების გაუმჯობესებას, ნიადაგის და წყლის რესურსების რაციონალური გამოყენებას, სელექცია-მეთესლეობის ღონისძიებების, სწორი თესლბრუნვის, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნებელ-დაავადებებისაგან დაცვის და სარეველა მცენარეების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გატარებას. მცენარეთა სასიცოცხლო ფაქტორების, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და მართვის მეთოდების, ნიადაგის რეკულტივაცია-კონსერვაციის, აგროტექნიკური და სამელიორაციო ღონისძიებებს, მეცხოველების საკვები ბაზის ორგანიზაციას, ბუნებრივი სათიბ-საძოვრებსა და სახნავი მიწებზე საკვები კულტურების მოვლა-მოყვანის და საკვების დამზადების ტექნოლოგიას; მემცენარეობის პროდუქციის წარმოების ინოვაციური სამანქანო ტექნოლოგიების დანერგვა-გავრცელებას, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს.
კვალიფიკაცია: სასურსათო ტექნოლოგიის მაგისტრი
მიმართულება: საინჟინრო
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ქართული.
პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს სასურსათო პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიური სქემები, საწარმოო ხერხები და მეთოდები, წარმოებისას მიმდინარე ფიზიკო–ქიმიური პროცესები, შესაბამისი მანქანა–დანადგარები. გარდა ამისა, მათ შეეძლებათ ახალი სანედლეულო რესურსის გამოვლენა და მათ ბაზაზე ახალი სახის პროდუქციის შექმნა, დარგის პრობლემების გადაჭრის გზების ძიება და სამეცნიერო სამუშაოებში მონაწილეობა.
კვალიფიკაცია: სატყეო საქმის მაგისტრი
მიმართულება: აგრარული
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის მიერ.
სწავლების ენა - ქართული.
პროგრამის მიზანია: მომზადდეს მაგისტრი, რომელსაც შეეძლება ტყის მდგრადი მართვა, ტყის ეკოსისტემების მოვლა, დაცვა და აღდგენა - კლიმატური, წყალმარეგულირებელი, დაცვითი, კულტურული, გამაჯანსაღებელი და სხვა სასარგებლო ბუნებრივი თვისებების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის. მერქნული და არამერქნული რესურსების რაციონალური გამოყენება. ბუნებრივ ტყეებსა და კულტურულ ცენოზებში ტყის ფონდის აღრიცხვა - შეფასება. სატყეო სფეროში თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ტყის მართვის პროექტის პერსპექტივაში სარევიზიო პერიოდისათვის დამუშავება. ტყის რესურსების დინამიკაზე სიტემატური მონიტორინგი და არსებული ცვლილებების გათვალისწინებით ეფექტური სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, რაც კურსდამთავრებულს საშუალებას მისცემს წარმართოს თავისი საქმიანობა საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნათა შესაბამისად.
კვალიფიკაცია: მეცხოველეობის მაგისტრი
მიმართულება: აგრარული
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ქართული
პროგრამის მიზანია - მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს მეცხოველეობის დარგის სისტემური და სიღრმისეული ცოდნის მქონე მაღალი კვალიფიკაციის და კონკურენტუნარიანი მეცხოველეობის მაგისტრი. სტუდენტს შეასწავლოს: სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა კვების, საკვების გადამუშავების ტექნოლოგიის გაუმჯობესების გზები, ახალი კომბინირებული საკვების რეცეპტის გამოყენება სხვადასხვა სახეობის სასოფლო-სამეურნეო ცხოველების პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად და პროდუქციის თვითღირებულების შესამცირებლად. ახალი მეთოდოლოგიების გამოყენება გამოყვანილი ჯიშების დასამკვიდრებლად, ასევე მეცხოველეობაში ხელოვნური დათესვლის თანამედროვე მეთოდების გამოყენება, რაც მეცხოველეობას უფრო მომგებიანს და რენტაბელურს გახდის. სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ფერმების დაგეგმარება, ზოოჰიგიენური პრამეტრების დაცვა ეს კი ხელს შეუწყობს ცხოველთა პროდუქტიულობის გაზრდას, მათ მოვლა-დაცვას და უზრუნვეყოფს მეცხოველეობის დარგის გამართულ მუშაობას.
კვალიფიკაცია: მევენახეობისა და მეღვინეობის მაგისტრი
მიმართულება: აგრარული
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ქართული.
პროგრამის მიზანია - მსოფლიო მევენახეობის დარგში ვაზის ჯიშურ მრავალფეროვნებაზე დაფუძნებული ვენახის გაშენება-მოვლის თანამედროვე და ინოვაციური მეთოდები, ვენახში ჩასატარებელი აგროტექნოლოგიური პროცესების სრული ციკლი და მართვის თავისებურებები. მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მსოფლიო ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში ყურძნის გადამუშავების ტრადიციული, თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიები; ღვინისა და სასმელების ხარისხისა და სენსორული შეფასების საერთაშორისო მეთოდები და პრაქტიკაში დანერგილი სისტემები, საერთაშორისო სამეცნიერო მეთოდოლოგიის გამოყენებით მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ექსპერიმენტების დაგეგმვა-მართვა. მოამზადოს თეორიული და პრაქტიკული უნარების მქონე, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრი/მევენახეობისა და მეღვინეობის მაგისტრი, რომელიც მართავს წარმოების სრულ ჯაჭვს ვენახის გაშენებიდან - საბოლოო პროდუქტის მიღებამდე.

კვალიფიკაცია: აგარარული მეცნიერებების მაგისტრი სამკურნალო მცენარეების მოყვანის ტექნოლოგიაში

მიმართულება: აგრარული

პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი

პროგრამის საფასური: 2250 ლარი

პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული

დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან

სწავლების ენა - ქართული.

პროგრამის მიზანია - პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადება შრომის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისად, რომელიც ფლობს ეკოლოგიურად უსაფრთხო, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა მაღალი შემცველობის სამკურნალო მცენარეთა კულტივირების თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ძვირადღირებული თესლის ბანკის შექმნის პარამეტრების შესახებ საჭირო ცოდნას, რაც ხელს შეუწყობს ფიტოინდუსტრიის განვითარებისათვის ინტელექტუალური ბაზის შექმნას, უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა - კონსერვაციასა და მდგრად გამოყენებას.

პროგრამისსტატუსი: აკრედიტებული.
კვალიფიკაცია: აგრარული მეცნიერებების მაგისტრი ორგანული სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციით
მიმართულება: აგრარული
პროგრამისმოცულობა: 120 კრედიტი.
პროგრამისსაფასური: 2250 ლარი
სწავლებისენა- ქართული
პროგრამის მიზანია - პროგრამის მიზანია, შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად მოამზადოს აგრარულ სფეროში ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის საჭირო კვალიფიციური კადრები, რომლებიც მიღებული მეცნიერული ცოდნის საფუძველზე შეძლებენ დასაქმდნენ თანამადროვე მზარდ კონკურენტულ გარემოში. სტუდენტს შეასწავლოს დარგის ის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, რომელიც ორიენტირებული იქნება კვლევაზე და აუცილებელია აღნიშნულ სფეროში მოღვაწე სპეციალოსტებისთვის. მემცენარეობისა და მეცხოველეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებისათვის, აგრარული ხაზით ორგანული სოფლის მეურნეობის სისტემის აწყობისა და მართვის, არსებული სტანდარტების შესაბამისად საქართველოს უნიკალური ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა - შენარჩუნებისთვის, მრავალფეროვანი მეთოდოლოგიური მიდგომების გამოყენებითსამეცნიერო - კვლევითი მეთოდბის დანერგვისათვის, სასოფლო - სამეურნეო საქმიანობის თანმხლები დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანისთვის.
კვალიფიკაცია: სურსათის უვნებლობის მაგისტრი
მიმართულება: საინჟინრო
პროგრამის მოცულობა: 120 კრედიტი
პროგრამის საფასური: 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი: აკრედიტებული
დაფინანსება: გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან
სწავლების ენა - ქართული.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის - „სურსათის უვნებლობა“ მიზანია სტუდენტს შეასწავლოს სურსათის უვნებლობის თანამედროვე მიდგომები/პრინციპები, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემები - „მინდვრიდან მაგიდამდე“ მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვისა და მისი მდგრადობის შენარჩუნებისათვის საჭირო განსახორციელებელი ღონისძიებები, სურსათის საფრთხეები და ჰიგიენური ნორმირების მეცნიერული და სამართლებრივი საფუძვლები, რისკის ანალიზი, სურსათის უვნებლობის პოლიტიკა, სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები და მოამზადოს სისტემური და სიღრმისეული ცოდნის მქონე მაღალი კვალიფიკაციის და კონკურენტუნარიანი სურსათის უვნებლობის მაგისტრი.