სიახლეები
სიახლეები

სიახლეები

04 დეკ

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სემინარების მორიგი ონლაინ სესია 9 დეკემბერს გაიმართება

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) კალიფორნიის კამპუსი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტების (თსუ, ისუ, სტუ) დოქტორანტურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ახორციელებს სემინარების ციკლს, რომლის მორიგი (ონლაინ) სესია 9 დეკემბერს, 20:00 საათზე გაიმართება
04 დეკ

Learn English Select - ონლაინ თვითმართვადი კურსი სტუდენტებსა და აკადემიურ-ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი, პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ ფარგლებში, ინგლისური ენის შესასწავლად ან გასაუმჯობესებლად სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს სთავაზობს ინგლისური ენის შემსწავლელ ონლაინ კურსებს  - Learn English Select
04 დეკ

ინტელექტუალური საკუთრების საბაზისო მოკლე ონლაინ კურსი სტუდენტებისა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი, ბრიტანეთის საბჭოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ მხარდაჭერით, სტუდენტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს სთავაზობს ინტელექტუალური საკუთრების საბაზისო უფასო მოკლე ონლაინ კურსს ინგლისურ და რუსულ ენებზე
03 დეკ

Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისი - ვებინარების სერია

8, 14 და 15 დეკემბერს, 11:00 საათზე  Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის (NEO) ორგანიზებით, Erasmus+ საინფორმაციო სემინარების ფარგლებში,  ვებინარების სერია
გაიმართება
02 დეკ

დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი - საზაფხულო სკოლა "1st Mobility in Transition"

გერმანიის დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი (Technical University of Dresden) და Boysen კვლევების ტრეინინგჯგუფი (Boysen Research Training Group) ტრანსპორტის პრობლემებით დაინტერესებულ სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს სთავაზობს საზაფხულო სკოლას „1-ლი მობილობა გარდამავალ ეტაპზე“ (1st Mobility in Transition Summer School)
01 დეკ

ინფორმაცია შუასემესტრული გამოცდების ცხრილების შესახებ სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის

2020-2021 წლის შემოდგომის სემესტრის შუასემესტრული გამოცდები ჩატარდება მე-11 სასწავლო კვირაში - 2020 წლის 7-დან 12 დეკემბრის ჩათვლით, პირველი 8 სასწავლო კვირით გათვალისწინებული თემატიკის ფარგლებში, შესაბამისი ცხრილების მიხედვით
01 დეკ

სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum 2021-2022"

უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამაზე „Stipendium Hungaricum 2021-2022" ცხადდება კონკურსი,  რომელსაც ახორციელებენ უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი
27 ნოე

სასწავლო პროცესი 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით სრულად დისტანციურ ფორმატში წარიმართება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი სწავლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე მოდულურ პროფესიულ პროგრამებზე, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში განხორციელდება.
26 ნოე

საქართველოს მოქალაქეებისთვის IT სპეციალისტების გადამზადების ფართომასშტაბიანი პროგრამა იწყება

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, IT-სპეციალისტების გადამზადების ფართომასშტაბიანი პროგრამის დაწყებას აანონსებს
25 ნოე

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს

შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას თბილისის ლაბორატორია ბეტონის წარმოების ქარხანაში  სტუდენტებისთვის 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს
25 ნოე

ინფორმაცია ბიბლიოთეკაში ელექტრონული რეგისტრაციის შესახებ

გთავაზობთ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში ელექტრონული რეგისტრაციის განახლებულ წესს
25 ნოე

მოსკოვის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ღია კონკურსს აცხადებს

მოსკოვის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (MIIGAiK) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს იწვევს მონაწილეობა მიიღონ ტრადიციულ ღია კონკურსში
24 ნოე

პროექტი VitaGLOBAL - ონლაინშეხვედრა ღვინის ტურიზმის სასწავლო მოდულის პრეზენტაციასთან დაკავშირებით

21 ნოემბერს, ERASMUS+ VitaGLOBAL პროექტის ფარგლებში გაიმართა Zoom ონლაინშეხვედრა, სადაც აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორმა ნინო ჩხარტიშვილმა წარმოადგინა პროექტი VitaGLOBAL და მის ფარგლებში შემუშავებული “ღვინის ტურიზმის“ სასწავლო მოდული
21 ნოე

ჩანდიგარის უნივერსიტეტი - ონლაინ სემესტრული პროგრამა დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის

ინდოეთის ჩანდიგარის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისი აცხადებს ონლაინ სემესტრულ პროგრამას დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, როგორც სტუდენტების კარიერის ინტერნაციონალიზაციის ალტერნატივას და იწყებს ნომინაციების მიღებას ონლაინ გაცვლითი პროგრამისთვის
21 ნოე

ლიუბლიანას უნივერსიტეტი - სადოქტორო საზამთრო სკოლა

ლიუბლიანას უნივერსიტეტის (სლოვენია) ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლა აცხადებს სადოქტორო საზამთრო სკოლას 2021 წლის 15-19 თებერვალს
20 ნოე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 5 წლის ვადით, უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად
20 ნოე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტებს STEM საგნებში უფასო მოსამზადებელ კურსებს სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტებს STEM საგნებში მოსამზადებელ ონლაინ კურსებს უსასყიდლოდ სთავაზობს. უფასო მოსამზადებელ კურსებზე რეგისტრაციას და სასურველი მოდულის - „მათემატიკა + ფიზიკა“ ან „მათემატიკა + ქიმია“ არჩევას ნებისმიერი მსურველი 20-დან 30 ნოემბრის ჩათვლით შეძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს
20 ნოე

პროექტი VitaGLOBAL - ონლაინშეხვედრა ღვინის ტურიზმის სასწავლო მოდულის წარდგენასთან დაკავშირებით

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2018 წლიდან,  როგორც კონსორციუმის წევრი და პარტნიორი უნივერსიტეტი, მონაწილეობას ღებულობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ERASMUS+ საგრანტო პროგრამის პროექტში  VITAGLOBAL – “გლობალური ქსელების ჩამოყალიბება აგრარულ მეცნიერებსა და მევენახეობა მეღვინეობის მიმართულებით: ინტერნაციონალიზაცია ერთობლივი პროგრამების მეშვეობით” (598507EEP-1-2018-ES-EPPKA2-CBHE-JP)
19 ნოე

საპარლამენტო არჩევნების მე-2 ტურთან დაკავშირებით, სტუ-ის კორპუსებში სასწავლო პროცესი ორი დღით შეჩერდება

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I, II, III, IV, VI და VIII სასწავლო კორპუსებში, ასევე, გურამიშვილის გამზ. N 17-ში მდებარე სასწავლო XI კორპუსში საარჩევნო უბნები განთავსდება
19 ნოე

საერთაშორისო კონფერენცია - „სწავლების ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში“

15 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტისა და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით იგეგმება I საერთაშორისო კონფერენცია სახლწოდებით - „სწავლების ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში“

სიახლეები 1 - 20 of 3976