აქციე იდეა რეალურ სტარტაპად - მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

აქციე იდეა რეალურ სტარტაპად - მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

 

აქციე იდეა რეალურ სტარტაპად - მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

30-03-2026
აქციე იდეა რეალურ სტარტაპად - მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
გაქვს ბიზნეს-იდეა, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო? გსურს გაიგო, როგორ მუშაობს სტარტაპ ეკოსისტემა?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი გიწვევთ მასტერკლასზე: „როგორ ვაქციოთ იდეა რეალურ სტარტაპად“.

შეხვედრას გაუძღვება შალვა ოთანაძე - ბიზნეს კონსულტანტი, მეწარმეობის სწავლების 8-წლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტი.

მასტერკლასის ფარგლებში განვიხილავთ:

  • იდეის ვალიდაციასა და ბაზრის კვლევას;
  • ეფექტური გუნდის ფორმირების პრინციპებს;
  • პრაქტიკულ ნაბიჯებს იდეის ბიზნესად გარდაქმნისთვის.

შეხვედრის დეტალები: თარიღი: 1 აპრილი  დრო: 11:00 საათი ადგილმდებარეობა: სტუ, VI კორპუსი, III სართული, ოთახი 309ა (ბიბლიოთეკა).

რეგისტრაცია სავალდებულოა. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

დასწრება უფასოა.

გელოდებით!

სიახლეებში დაბრუნება