„აქ ვისწავლე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, მრავალფეროვანი დავალებებისა და გამოწვევების დაძლევა“ - უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

„აქ ვისწავლე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, მრავალფეროვანი დავალებებისა და გამოწვევების დაძლევა“ - უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

 

„აქ ვისწავლე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, მრავალფეროვანი დავალებებისა და გამოწვევების დაძლევა“ - უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

18-06-2025
„აქ ვისწავლე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, მრავალფეროვანი დავალებებისა და გამოწვევების დაძლევა“ - უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
„სტუდენტებს ვურჩევ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი გამოიყენონ მაქსიმალურად: ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, მონაწილეობა მიიღონ კონფერენციებში, გამოიყენონ უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული კარიერული განვითარების ცენტრები, სტაჟირების და დასაქმების პროგრამები. აუცილებლად დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება, ფრილანსინგი და საკუთარი მცირე პროექტები დაეხმარება მათ იმაში, რომ უნივერსიტეტიდან გამოსვლის შემდეგ უფრო მარტივად იპოვონ სამსახური. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ უნივერსიტეტი მხოლოდ დასაწყისია. ის გვაძლევს საფუძველს, მაგრამ საბოლოო წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს პრაქტიკაში. სტუდენტებო, არ შეწყვიტოთ სწავლა, განათლება არ სრულდება დიპლომის მიღებით. მუდმივად ეცადეთ, განვითარდეთ, მიიღოთ ახალი ცოდნა, განავითარეთ უნარები და იყავით მზად ახალი გამოწვევებისთვის“, - აცხადებს სტუ-ის კურსდამთავრებული რეზო აბზიანიძე. 

რეზო აბზიანიძემ სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატი დაასრულა 2018 წელს, ხოლო მაგისტრატურა - 2021-ში. 

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტს აქვს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული სამართლის სკოლა, სადაც დანერგილია სწავლების კარგი მეთოდი. აქ მიღებულმა ცოდნამ ჩემს კარიერულ წინსვლაში დიდი როლი შეასრულა, ფაკულტეტმა მომეცა შესაძლებლობა საფუძვლიანად ამეთვისებინა ჩემი მომავალი პროფესიული უნარ-ჩვევები, რომელიც ყველა დამწყები იურისტისთვის მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ გამიმყარა თეორიული საფუძვლები, რამაც შემაძლებინა შესაბამის სფეროში წარმატებით მუშაობა.  პარალელურად ვეცნობი სხვადასხვა სიახლეებს და აქტიურად ვარ ჩართული საგანმანათლებლო პროგრამებში. გარდა ამისა, სასწავლო პროცესში სემინარებში, კვლევით პროექტებში, პრაქტიკულ დავალებებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობამ გამომიმუშავა უნარები, რომლებიც პრაქტიკულ საქმიანობაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ქსელური ურთიერთობები. უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა გამეცნო დარგის წამყვანი პროფესიონალები, ლექტორები და რა თქმა უნდა, თანაკურსელები, რომლებიც შემდეგ ჩემს კარიერულ განვითარებაში გარკვეულწილად დამეხმარნენ. პროფესიული კონტაქტების დამყარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე შრომით ბაზარზე, სადაც არა მხოლოდ ცოდნა არამედ სოციალური კავშირიც დიდ როლს თამაშობს. გარდა ამისა, უნივერსიტეტმა მასწავლა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება, მრავალფეროვანი დავალებებისა და გამოწვევების დაძლევამ მომცა თავდაჯერებულობა, რაც შემდგომში წარმატებულ კარიერულ ნაბიჯებში დამეხმარა”, - ასე აფასებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განვლილ სასწავლო წლებს რეზო აბზიანიძე.

ცნობისათვის, რეზო აბზიანიძე 2019 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელია. 

სიახლეებში დაბრუნება