საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზის ფეხბურთის (ფუტსალი) გუნდი, დავით ყიფიანის, ნიკოლოზ ხარჩილავას, სანდრო თომაძის, გიგა უშვერიძის, ბექა ხაბულიანის, გუგა ბედოშვილის, ზუკა კარიაულის, კახი მიქელაძის, გიორგი ლიპარტელიანის, ოთო რეხვიაშვილის, ლუკა სოლომონიას, ლაშა კაკაჩიას, მამუკა ნაგერვაძის შემადგენლობით საუნივერსიტეტო ლიგა I - დან უმაღლეს ლიგაში გადავიდა.
უნივერსიადა - 2024 საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ფუტსალის გუნდებმა მიიღეს.
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი არჩილ იოსელიანი აცხადებს, დარბაზის ფეხბურთის გუნდი 2004 წლიდან მონაწილეობს ტურნირებში და 20 წლის განმავლობაში არაერთი გამარჯვება მოიპოვა.
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდმა რეიტინგი გაიუმჯობესა და პირველი ლიგიდან უმაღლეს ლიგაში გადავიდა. ახალგაზრდა სპორტსმენებს, ასევე, მათ მწვრთნელებს ლაშა ცნობილაძის და გოგა ხუროშვილის ვულოცავ მორიგ წარმატებას. გუნდმა პირველი ლიგის ბოლო თამაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან ჩაატარა და დამაჯერებლად მოიგო, თუმცა ამ შედეგამდე ჩვენს გუნდს უმაღლეს ლიგაში საგზური უკვე გარანტირებული ჰქონდა”, - აცხადებს არჩილ იოსელიანი.