საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მიტროპოლიტმა, სტუ-ის პროფესორმა, უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა მეუფე ანანიამ (ჯაფარიძე), უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კარლო კოპალიანმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუ-ის სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა ეროვნული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს