სიახლეები
სიახლეები

სიახლეები

17 იან

კომპანია „შარმ ტრეიდინგი“ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სტაჟირებას აცხადებს

სადისტრიბუციო კომპანია „შარმ ტრეიდინგი“  იურიდიულ განყოფილებაში  საქართველოში აკრედიტირებული სხვადასახვა უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის   სტაჟირებას აცხადებს
16 იან

სტუ-ში ინტენსიური ვიდეო ამბის გადმოცემის ორდღიანი კურსი ჩატარდება

17-18 იანვარს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაში   სტუდენტებისთვის  ვიზუალური ამბის გადმოცემის  ტექნიკის დასახვეწად  ორდღიანი ინტენსიური კურსი ჩატარდება
16 იან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადება

საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა
15 იან

ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის დეკანი: სტუდენტს სათანადო ბაზაც უნდა შევუქმნათ და დავაინტერესოთ კიდეც

რა გამოწვევების წინაშეა სტუდენტი, რომელიც  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული  მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე სწავლობს ან როგორია მისი დასაქმების პერსპექტივა საქართველოში? - ამ საკითხზე ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიგა ქვარცხავა საუბრობს. თუმცა,  ფაქტია - "სტუდენტმა თუ არ ისწავლა, ის დიპლომს ვერ აიღებს"
10 იან

ღია კონკურსი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
10 იან

რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, „Euraxess-საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართება

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი იწყებს ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაცია EURAXESS-ის სერვისების განვითარებას პარტნიორი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლების მონაწილეობით
09 იან

ტელეკომუნიკაციის საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატთა საბუთების რეგისტრაცია იწყება

2020 წლის 13 იანვრიდან  17 იანვრის ჩათვლით,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცელარიაში,   სტუ-ის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 08 იანვრის №01-05-04/04  დადგენილებით,   ტელეკომუნიკაციის (სადოქტორო პროგრამა: ტელეკომუნიკაცია) საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება
08 იან

ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) არჩევნების შედეგები ცნობილია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოში ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად (კანცლერი) საქართველოს პარლამენტის წევრი („ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“), ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დოქტორი კარლო კოპალიანი აირჩიეს
08 იან

ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მიმდინარეობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 10 დეკემბრის დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნები, ფარული კენჭისყრით, აკადემიურ საბჭოში 2020 წლის 8 იანვარს დილის 10:00 საათიდან დაიწყო და 17:00 საათამდე გასტანს
06 იან

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ღონისძიებათა კომპლექსი ჩატარდა

27 დეკემბერს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე  ღონისძიებათა კომპლექსი ჩატარდა
03 იან

"გამოგონებები, რომლებსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია". გოგი კვარაცხელია

«თუ მანქანათ მშენებლობაში შეიძლება უკონტაქტო მაგნიტური საკისრების გამოყენება, მაშასადამე ადამიანის ანატომიაშიც შეიძლება მისი გამოყენება
30 დეკ

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”
27 დეკ

პროექტი "შემოქმედებითი ნაპერწკალი" - "სტუ-ს მეწარმეობის დღე"

25 დეკემბერს, სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეორედ ჩატარდა „სტუ-ს მეწარმეობის დღე“, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტის ფარგლებში განხორციელდა
26 დეკ

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა 2019 წლის შედეგები შეაჯამა

„უნივერსიტეტის ცხოვრებაში დიდი როლი ენიჭება სტუდენტურ თვითმმართველობას. თვითმმართველობა ერთადერთი ლეგიტიმური ორგანოა, რომელსაც შეუძლია უნივერსიტეტის სტუდენტების სახელით ისაუბროს. მთავარია, როგორი სისტემით იფუნქციონირებს ის. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წარმომადგენლობა ჰყავს
25 დეკ

არქიტექტურა ემსახურება ადამიანს და ჩვენ ვქმნით ადამიანებისთვის - ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანი

„არქიტექტურა ემსახურება ადამიანს და ჩვენ ვქმნით ადამიანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი რეალობიდან  გამომდინარე, საზოგადოების მხრიდან სამართლიანი კრიტიკა ისმის, ქართულ არქიტექტურას არ დაუკარგავს თავისი ნიშა
24 დეკ

პროფესორ გიორგი (გოგი) ჭირაქაძის გახსენება - მეცნიერს 85 წელი შეუსრულდებოდა

2019 წლის 24 დეკემბერს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდა, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის  გარდაცვლილ პროფესორს, საყოველთაოდ აღიარებულ მეცნიერს, პედაგოგს და საზოგადო მოღვაწეს  გიორგი (გოგი) ჭირაქაძეს.
1981 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის გამგე იყო
23 დეკ

ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა უცხოეთში სპეციალობით დასაქმება გაცილებით იოლი იქნება

„ახალგაზრდამ უნდა მოსინჯოს ძალები და საზღვარგარეთაც გაემგზავროს თავისი პროფესიით სამუშაოდ და არა ისე, როგორც მიდიან, ხშირ შემთხვევაში. ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის 25 სტუდენტი და პროფესორები, პოლონური მხარის დაფინანსებით, ბელოსტოკში იმყოფებოდნენ, მონაწილეობა მიიღეს კონფერენციებში, სტუდენტურ დღეებში, ლაბორატორიულ, სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში
19 დეკ

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები ზაფხულობით ანაზღაურებად პრაქტიკას გერმანიაში გაივლიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები გერმანიაში ანაზღაურებად სამთვიან სტაჟირებას გაივლიან. ამ ეტაპზე, გერმანულ მხარესთან შესაბამისი ხელშეკრულების დეტალები ზუსტდება, - ამის შესახებ ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ განაცხადა
19 დეკ

სტუ-ს სამედიცინო ფიზიკის პროგრამის მაგისტრანტი თათია გონაშვილი იულიხის კვლევით ცენტრში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ფიზიკის პროგრამის მაგისტრანტი თათია გონაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2019 წლის გრანტის მფლობელი გახდა
19 დეკ

პროგრამა „საინჟინრო ფიზიკის“ დოქტორანტის შალვა რობიტაშვილის წარმატება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "საინჟინრო ფიზიკის" სადოქტორო პროგრამის (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი) სტუდენტი შალვა რობიტაშვილი გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2019 წლის გამარჯვებული გახდა

სიახლეები 1 - 20 of 3543