მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სიახლეები
სიახლეები

სიახლეები

28 ივნ

სტუ-ის „ქალთა ასოციაციამ“ და „საქართველოს ქალთა საბჭომ“ ორგანიზებით სოფელ ძველ ქანდაში საქველმოქმედო აქცია გამართა

სტუ-ის „ქალთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის ნაზი კუციავას თქმით, ძველი ქანდის მოსახლეობას ექიმებმა შეურჩიეს მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები. „ქალთა ასოციაციამ“ და „საქართველოს ქალთა საბჭომ“ სოციალურად დაუცველ ოჯახებს მატერიალური დახმარება გაუწიეს.

27 ივნ

სტუ-ში სემინარი “ახალგაზრდა მკვლევრების მომზადება ახალი აკადემიური წლისთვის მარი სკლადოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში“ ჩატარდება

სემინარი  „ჰორიზონტ ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისისა და მეცნიერების მენეჯმენტის ორგანიზებით  და სტუ-ის პარტნიორობით ჩატარდება.
27 ივნ

სტუ-ში პროფესორ ზდისლავ კრასნოდებსკის ონლაინ საჯარო მოხსენება - „ევროკავშირის ძირითადი პრობლემები“ გაიმართა

პოლონელი პროფესორის საჯარო მოხსენებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
27 ივნ

სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია - „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“ გაიმართა

საერთაშორისო კონფერენციამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების 200-ზე მეტმა წარმომადგენელმა, იმსჯელა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა: განათლება, ინჟინერია, სოციალური მეცნიერებები, ტექნოლოგიები, მენეჯმენტი, ჯანმრთელობა, სოფლის მეურნეობა.
27 ივნ

სტუ-ის საკალათბურთო ნაკრებმა საქართველოს სტუდენტური „ა“ ლიგის ფლეი-ოფის პირველივე შეხვედრა მოგებით დაასრულა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკალათბურთო ნაკრებმა, საქართველოს სტუდენტური „ა“ ლიგის ფლეი-ოფის პირველივე შეხვედრა დამაჯერებელი ანგარიშით მოიგო.

24 ივნ

სტუ-ში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“ გაიმართება

კონფერენცია, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება, საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
23 ივნ

ერევანში სამეცნიერო ფესტივალი „6th edition of STARMUS Festival".

STARMUS VI ფესტივალზე დასასწრებად აუცილებელია ბილეთების შეძენა, რისთვისაც უნდა ეწვიოთ ოფიციალურს ვებგვერდს.
23 ივნ

ორგანიზაცია "CRDF Global" საგრანტო კონკურსს კონკურსს აცხადებს - "კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების გრანტი (CySIG)"

კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების გრანტები არის CRDF-ის გრანტები აკადემიური და კვლევითი ინსტიტუტების კიბერუსაფრთხოების დონის გასაუმჯობესებლად.
23 ივნ

სტუ-ის ტექნოლოგიების და საგრანტო პროექტების ოფისმა და შიდა აუდიტის სამსახურმა „ინოვაციებისა და ტექნოლოგიური ტრანსფერების შესახებ“ პროექტი წარადგინა

პროექტის, ასევე, ურთიერთთანამშრომლობისა და სხვადასხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას სტუ-ის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა თამაზ ურთმელიძემ მიაწოდა.
23 ივნ

ჰორიზონტი ევროპა - Hop On Facility კონკურსი

აუცილებელი პირობაა, რომ სურვილის გამომხატავი ორგანიზაციის ქვეყნიდან ორგანიზაცია არ იყოს წარმოდგენილი პროექტში.  
22 ივნ

სტუ-ის საკალათბურთო ნაკრებს ორი მოგებით საქართველოს სტუდენტური „ა“ ლიგის ფლეი-ოფში მონაწილეობა გარანტირებული აქვს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკალათბურთო ნაკრებმა, საქართველოს სტუდენტური „ა“ ლიგის რიგით მეორე თამაში გამარჯვებით დაასრულა.
22 ივნ

სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე დიდი ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე კილის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის ინოვაციების მრჩეველს ემმა ბონფოლიოს და ბიზნესის სკოლის დირექტორს კოლინ რიგბს შეხვდა.
22 ივნ

პროფესორი დავით გუბელაძე გარდაიცვალა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 62 წლის ასაკში  გარდაიცვალა აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი დავით გუბელაძე.
21 ივნ

სტუ-ის „ქალთა ასოციაციამ“ და „საქართველოს ქალთა საბჭომ“ უკრაინიდან დევნილი ქალბატონებისთვის თელავში ლესია უკრაინკას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს

სტუ-ის ინფორმაციით „ქალთა საბჭომ“ და „ქალთა ორგანიზაციამ“, უკრაინელ ქალბატონებთან ერთად პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას.
21 ივნ

მე-6 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია”

26-29 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სილეზინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისში მე-6 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- „სატრანსპორტო ხიდი ევროპა-აზია“ ჩატარდება, რომელიც სტუ-ის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.
21 ივნ

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა ღია კარის დღე დუშეთის მუნიციპალიტეტში გამართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალდაარსებულმა მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტმა დუშეთის მუნიციპალიტეტში ღია კარის დღე გამართა.  
21 ივნ

სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2022 წლის 28 ივლისის ჩათვლით.
20 ივნ

სტუ-მ საქართველოს სტუდენტური ა ლიგის პირველი თამაში მოიგო

საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს სტუდენტური ა ლიგის თამაშები დაიწყო.

სიახლეები 1 - 20 of 4883
0322 77 11 11