საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და ქვეყანაში აკრედიტებული უნივერსიტეტების რექტორები საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალ STARMUS-ის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ
სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე უკვე ორი წელია მოქმედებს ორდიპლომიანი, ქართულ-ფრანგული საბაკალავრო პროგრამა- „წარმოების მართვა რძის ინდუსტრიაში", რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფრანგული უნივერსიტეტის, რენე 1-ის მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ევროკავშირის ERASMUS+ პროგრამისა და „Jean Monnet მოდულის“ მხარდაჭერით, ჰიბრიდულ ფორმატში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და ევროინტეგრაცია“ გაიმართა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო რეიტინგის სიტემაში მე-2 ადგილს იკავებს, როგორც 63 ქართულ უნივერსიტეტს შორის, ასევე, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების 259 უმაღლეს სასწავლებელს შორის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, კარლო კოპალიანმა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორთა მიერ წარდგენილმა ორმა პროექტმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ გაიმარჯვა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ-ფიზიკოსთა ჯგუფმა „ჰორიზონტი ევროპის“ მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობის ფარგლებში, ევროკავშირის სამეცნიერო გრანტი მოიპოვა. მორიგი მნიშვნელოვანი წარმატება სტუ-ის მეცნიერებს, გლობალურ COMET-ექსპერიმენტთან კოლაბორაციის პროცესში, კვლევების გაგრძელების საშუალებას მისცემს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მაგისტრანტი თამაზ კიკორია, სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში, პროფესორ ბესარიონ ტატიშვილის ხელმძღვანელობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის, ფეოდალური ხანის ციხე-ქალაქ ანაკოფიის ციფრულ რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციასა და ზუსტი მაკეტის შექმნაზე მუშაობს.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამშენებლო ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუდენტთა ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ინოვაციური ტექნოლოგიები ინჟინერიაში“ გაიმართა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადშექმნილი მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში შედგა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „თანამედროვე მსოფლიო წესრიგი - პოლიტიკურ-სამართლებრივი გამოწვევები“ (Modern World Order - Political-Legal Challenges) გაიმართა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სტუ-ის პირველი სასწავლო კორპუსის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.