სიახლეები
სიახლეები

სიახლეები

20 თებ

კომპანია „რეტკო“ ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს

ქ. რუსთავში არსებული, ელექტროტექნიკური კომპანია „რეტკო“  საქართველოს ტექნიკური უნივერიტეტის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის  ანაზღაურებად სტაჟირებას (III ნაკადი)  აცხადებს
20 თებ

ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მსოფლიო და კავკასია“ გაიმართება

2020 წლის 15 მაისს,  საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტი  რიგით  მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - „მსოფლიო და კავკასია“   უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზატორები არიან  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა  დეპარტამენტი  და საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემია
20 თებ

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გაეროს გენერალური დირექტორის აპარატში სტაჟირებას გაივლის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „საჯარო მმართველობის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა გიორგი გელიტაშვილმა შერჩევის პროცედურა წარმატებით გაიარა და  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჟენევის ოფისში, გენერალური დირექტორის აპარატში სტაჟირებას გაივლის
20 თებ

სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის კონკურსის შედეგები

სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ჩატარებული კონკურსის შედეგები (ოქმი N1 19/02/2020 წ.) მიხედვით გამარჯვებული პირების სია
20 თებ

განცხადება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე  შეწყვეტილ იქნა,  2020 წლის 20 იანვარს ყოველდღიურ გაზეთ რეზონანსში (N009 (9559)) საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, ზოგიერთი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი
20 თებ

სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები

სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები
19 თებ

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლა აბიტურიენტებს მოსამზადებელ კურსს სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლა აბიტურიენტებს  სახვით ხელოვნებაში მომზადებას სთავაზობს
17 თებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე მუშაობას შეუდგა

2020 წლის 17  თებერვლიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ახლადარჩეული რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე უფლებამოსილებას აღსრულებას შეუდგა. იმავე დღეს პროფესორი დავით გურგენიძე ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა
14 თებ

სტუ-ის ახალი რექტორი პროფესორი დავით გურგენიძე უფლებამოსილების აღსრულებას უახლოეს დღეებში დაიწყებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადარჩეული რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე უფლებამოსილების აღსრულებას 17 თებერვლიდან შეუდგება. დავით გურგენიძე რექტორად 4 წლის ვადით იქნა არჩეული. მან ამ თანამდებობაზე წინამორბედი რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი  შეცვალა
14 თებ

დოქტორანტურაში გამოცდების საბოლოო შედეგები

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა უცხო ენაში გამოცდების საბოლოო შედეგები
14 თებ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ი სტუდენტებს მოხალისეობრივ პროგრამას სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ი იწვევს სტუდენტებს 3 თვიან მოხალისეობრივ პროგრამაში ჩასართავად
12 თებ

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები eduroam-ის ქსელით შეუზღუდავად ისარგებლებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო სივრცეში ჩართული სტუდენტები განსაკუთრებული სიახლით ისარგებლებენ - ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ქსელ eduroam-ში გაწევრიანდა
12 თებ

პროექტი ქალები მმართველ პოზიციაზე საჯარო სამსახურში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის და საჯარო სამსახურის ბიუროს ერთობლივი პროექტი - "ქალები მმართველ პოზიციაზე საჯარო სამსახურში"
12 თებ

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სპეციალური სტიპენდია ქართველი მენეჯერებისთვის

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან პარტნიორობით გამორჩეული საჯარო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე უმაღლესი რგოლის მენეჯერებისთვის (CEU Executive MBA) სტიპენდიას აცხადებს
11 თებ

დოქტორანტურაში გამოცდების შედეგები

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა უცხო ენაში გამოცდების შედეგები
10 თებ

ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის გავლის მსურველებისთვის

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემია გთავაზობთ ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის (DL101GE) ქართულენოვან დისტანციურ სწავლებას
10 თებ

პოლიტიკური ეკონომიკის მე-11 საერთაშორისო კონფერენცია - ICOPEC 2020 სტამბულში გაიმართება

2020 წლის 24-26 ივნისს მარმარისის უნივერსიტეტში, სტამბულში (თურქეთი), ჩატარდება პოლიტიკური ეკონომიკის მე-11 საერთაშორისო კონფერენცია - ICOPEC 2020
06 თებ

ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნვერსიტეტში ცნობილი ისტორიკოსის, ღირსების ორდენისა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატის,  აკადემიკოს  ნანა ხაზარაძის  დაბადებიდან 89 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
06 თებ

ტექნიკური უნივერსიტეტის ფარგლებში დოქტორანტების (შიდა) მობილობის შესახებ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ფარგლებში, 2019 - 2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობა) მსურველებმა, განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2020 წლის 10-დან 17 თებერვლის ჩათვლით
06 თებ

დოქტორანტურაში გარე მობილობის შესახებ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ (2020 წლის 22 იანვრიდან 5 თებერვლის 18:00 საათამდე) განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2020 წლის 11-დან 17 თებერვლის ჩათვლით

სიახლეები 1 - 20 of 3590