5-21 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ კონფერენციის
ვებგვერდზე 30 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით.
კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტი ვალდებულია, გაიაროს ონლაინ რეგისტრაცია და მიმაგრებული ფაილის სახით (MS Word ფორმატი), წარადგინოს საკუთარი ნაშრომის ქართულ და ინგლისურენოვანი თეზისი (იხ. თეზისის ტექნიკური გაფორმების ინსტრუქცია).
კონფერენციაში მონაწილე დარეგისტრირებული სტუდენტი ვალდებულია, ნაშრომის ერთი ეგზემპლარი წარადგინოს შესაბამისი სექციის ხელმძღვანელთან, ფაკულტეტზე.
ძირითადი თარიღები:
- კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია იწარმოებს ვებგვერდზე 2025 წლის 30 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით.
- სამეცნიერო ნაშრომის წარდგენა შესაბამისი სექციის ხელმძღვანელთან, ფაკულტეტზე, იწარმოებს 30 აპრილიდან 20 მაისამდე;
- კონფერენციის გახსნის თარიღი: 4 ივნისი, 16:00 საათი, ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. №77, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული, გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზი;
- კონფერენციის სექციების მუშაობა გაიმართება 5 ივნისიდან 21 ივნისამდე შესაბამის ფაკულტეტზე;
- კონფერენციის დახურვის თარიღი: 8 ივლისი, 16:00 საათი, ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. №77, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი;
ქ. თბილისი, მ. კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი №236;
ტელ.: (+995 32) 2 77 11 11/7044.
ელ. ფოსტა:
studconf@gtu.ge.
თეზისის ტექნიკური გაფორმების
ინსტრუქცია (ჩამოსატვირთი).
ტექსტის ზომა - 12 pt; ტექსტის ფონტი - Sylfaen, სტრიქონებს შორის დაშორება: 1, ზედა საზღვარი: 3 სმ., ქვედა საზღვარი: 2 სმ., მარჯვენა საზღვარი: 2 სმ., მარცხენა საზღვარი: 2.5 სმ.