საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტების მეცნიერებმა და სტუდენტებმა ტანას ხეობაში გასვლითი ეკოლაშქრობა-სემინარი ჩაატარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტების მეცნიერებმა და სტუდენტებმა ტანას ხეობაში გასვლითი ეკოლაშქრობა-სემინარი ჩაატარეს

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტების მეცნიერებმა და სტუდენტებმა ტანას ხეობაში გასვლითი ეკოლაშქრობა-სემინარი ჩაატარეს

02-10-2024
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტების მეცნიერებმა და სტუდენტებმა ტანას ხეობაში გასვლითი ეკოლაშქრობა-სემინარი ჩაატარეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის, ასევე, ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, ტურიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის ფარგლებში, ტანას დაცულ ტერიტორიაზე ეკოლაშქრობა ჩაატარეს. 

საერთაშორისო კონფერენციასა - „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი - გამოწვევები და შესაძლებლობები“ და ტანას ხეობაში გასვლით ლაშქრობა-სემინარში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროპის, კერძოდ: იტალიის, კანადის, გერმანიის, ჩეხეთის, თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები და სტუდენტები. 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე აცხადებს, საერთაშორისო კონფერენციის დასრულების შემდეგ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მეცნიერებმა და სტუდენტებმა ტანას დაცულ ტერიტორიაზე წარმატებული და მრავლისმომცველი ეკოლაშქრობა ჩაატარეს.

“საერთაშორისო კონფერენციის მუშაობა ტანას ხეობაში მიზანმიმართულად გავაგრძელეთ. ტანას ხეობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის.

ხეობას ახასიათებს ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნება და გამორჩეულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობებით. ამდენად, როგორც ჩვენი, ასევე უცხოელი მეცნიერებისა და სტუდენტებისათვის აქ გამართული სამეცნიერო-კვლევითი სექცია ორმაგ დატვირთვას ატარებს.

ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, რომლის დამსახურებაა საერთაშორისო კონფერენციის ასეთ მაღალ დონეზე ჩატარება. მხარდაჭერისთვის მადლობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კურორტების განვითარების სააგენტოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ასოციაციას (GTA), სტუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტს - “ტექინფორმი”, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო-საქართველოს ოფისს (JICA), გრასრუტ ინსტიტუტს (The GRASSROOTS INSTITUTE, კანადა), მილანის უნივერსიტეტს (იტალია), სასტუმროს - Pullman Tbilisi Axis Towers, ტურისტული კომპანიას - Magic Roads Georgia, გარემოს დაცვის ეკოცენტრს (გაეროს ECOSOC საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაცია), კავკასიის მთიანი რეგიონების საერთაშორისო ასოციაცია, კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონულ ცენტრს.

მადლობა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის დირექტორს ბექა ჯაყელს, კონფერენციაში ჩართულ ქართველ და უცხოელ მეცნიერებსა და სტუდენტ-ახალგაზრდობას, რომლებმაც საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატარეს კონფერენციის 3 დღე”, - აცხადებს რუსუდან ქუთათელაძე. 

ტურიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია - „მშვიდობა და მთის მდგრადი ტურიზმი - გამოწვევები და შესაძლებლობები“ – სამი დღის განმავლობაში, 3 სექციად, ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტების გარდა, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი და უცხოელი მკვლევრები, რომლებიც აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით წარდგნენ.

მეცნიერებმა ახალგაზრდებთან ერთად იმსჯელეს მთის ტურიზმის მდგრადი განვითარების გლობალურ და ადგილობრივ გამოწვევებსა და საკითხებზე.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებით დასრულდა. ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, დავით გურგენიძემ და მაია ომიაძემ მოაწერეს ხელი.


სიახლეებში დაბრუნება