სტუ-ში დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პირველკურსელთათვის და მათთვის, ვინც ამავე უნივერსიტეტში, 2024-2025 სასწავლო წლისათვის, მოიპოვეს მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება, რიგგარეშე მობილობა ცხადდება.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რიგგარეშე მობილობის წესით გადმომსვლელმა განცხადება უნდა დაწეროს სტუ-ში და იქვე წარადგინოს
ქვემოთ ჩამოთვლილი საჭირო დოკუმენტაცია.
- მისამართი: თბილისი; კოსტავას 77; ადმინისტრაციული კორპუსი; მე-3 სართული; ოთახი 334.
-
საბუთები მიიღება: 2024 წლის 1-4 ოქტომბრის ჩათვლით 10 00 სთ-დან - 16 00 სთ-მდე;
2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრისათვის სტუ-ში რიგგარეშე მობილობა ცხადდება შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე
1. რიგგარეშე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- იმ აბიტურიენტებმა რომლებმაც, 2024-2025 სასწავლო წლისათვის, ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს შპს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში (პირველკურსელები), უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).
3. საშუალო განათლების ატესტატის ასლი;
- მობილობის მსურველმა პირებმა, რომლებმაც 2024-2025 სასწავლო წლისათვის, ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს შპს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).
3. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
4. პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის შეჩერების/ აღდგენის/ შეწყვეტის) დამოწმებული ასლები;
5. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
6. ბაკალავრმა - საშუალო განათლების ატესტატის ასლი;
მაგისტრანტმა - ბაკალავრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი (იხ. შენიშვნა);
შენიშვნა:
,,სამართლის“ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სამართლის ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებულ აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
- ჩათვლილი კრედიტებისა და ამის საფუძველზე განსაზღვრული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი ფაკულტეტი, აცნობებს მობილობის მსურველ პირს არაუგვიანეს 2024 წლის 5 ოქტომბრისა;
- მობილობის მსურველი ვალდებულია გაეცნოს დასკვნას და იმავე დღეს წერილობით განაცხადოს თანხმობა ან უარი სტუ–ში მობილობით გადმოსვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას წინასწარი გაფრთხილების გარეშე არ განიხილოს საკითხი მისი მობილობის წესით სტუ-ში ჩარიცხვის შესახებ.
შენიშვნა:
- ბრძანება სტუ–ში რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არა უგვიანეს 2024 წლის 14 ოქტომბრისა.
- მობილობით ჩარიცხული სტუდენტი აკადემიურ და ფინანსურ ხელშეკრულებას ფაკულტეტთან აფორმებს ბრძანების გამოცემის შემდგომ.