სტუ ცნობილი კომპოზიტორის - ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

სტუ ცნობილი კომპოზიტორის - ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

 

სტუ ცნობილი კომპოზიტორის - ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

07-02-2024
სტუ ცნობილი კომპოზიტორის - ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ცნობილი კომპოზიტორის ოჯახს, მეგობრებს, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და სამუსიკო საზოგადოებას.

,,მწუხარებას გამოვთქვამთ იმ დიდი დანაკლისის გამო, რაც ჩვენმა საზოგადოებამ გამორჩეულად საყვარელი კომპოზიტორის, პედაგოგის, საქართველოს სახალხო არტისტისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალებით განიცადა. მისი სახელი, ბრწყინვალე მელოდიები და სიმღერები, ყველა თაობაში რომ გასაოცარი პოპულარობით სარგებლობს, ღირსეულ  ადგილს დაიმკვიდრებს ქართული მუსიკალური ხელოვნების მატიანეში. სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ვაჟას ოჯახს, მეგობრებს, კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას, ჩვენი ქვეყნის სამუსიკო საზოგადოებას - ყველას, ვისთვისაც ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება ასე ძვირფასია“.

 

სიახლეებში დაბრუნება