17 მარტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ცენტრალურ სამეცნიერო ბიბლიოთეკის დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომელიც მიეძღვნა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპას“ (Horizon Europe) მიმდინარე შესაძლებლობების განხილვას.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების, ასევე, ადმინისტრაციული პერსონალის ინფორმირება საერთაშორისო საგრანტო პროგრამებში მონაწილეობის მექანიზმებისა და სტრატეგიული პრიორიტეტების შესახებ. შეხვედრა გახსნა „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა, რომელმაც ხაზი გაუსვა პროგრამის როლს ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ინტერნაციონალიზაციის პროცესში.
პროგრამის ეროვნული საკონტაქტო პირების მიერ წარმოდგენილი იყო დეტალური პრეზენტაციები შემდეგ სექტორულ მიმართულებებზე:
გარემოს დაცვა და ციფრული დღის წესრიგი: მაკა ჟორჟოლიანმა მიმოიხილა მე-6 კლასტერის (გარემო, ბიომრავალფეროვნება და ციფრული ტრანსფორმაცია) და მე-5 კლასტერის (კლიმატი, ენერგია და მობილობა) სპეციფიკა და საპროექტო განაცხადების წარდგენის წესები.
ინოვაციები და კულტურული მემკვიდრეობა: ანა გოლეთიანმა მონაწილეებს გააცნო მესამე სვეტის - „ინოვაციური ევროპა“ - პრიორიტეტები, კულტურული ინიციატივების კომერციალიზაციის გზები და New European Bauhaus 2026-ის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები.
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი დაეთმო კითხვა-პასუხის რეჟიმს. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები საგრანტო განაცხადების მომზადების, პარტნიორთა მოძიებისა და ადმინისტრაციული პროცედურების მართვის საკითხებზე. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს უნივერსიტეტის მკვლევართა აქტიურ ჩართულობას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში და ინოვაციური პროექტების იდენტიფიცირებას.
უნივერსიტეტის ვებგვერდი იყენებს „მზა-ჩანაწერებს" (Cookies) მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.. თუ აგრძელებთ საიტით სარგებლობას ან აჭერთ ღილაკს „თანახმა ვარ," თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.
აუცილებელი>
ვებსაიტის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ქუქი-ფაილები.
მარკეტინგი>
მარკეტინგული ქუქი-ფაილები გვეხმარება პერსონალიზებული კონტენტისა და რეკლამების მიწოდებაში.
ანალიზი>
ანალიტიკური ქუქი-ფაილები გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტთან.